“მე შევძლებ რუსებთან მოლაპარაკებას და ურთიერთობის აღდგენას”- ამის შესხებ “ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა, ნინო ბურჯანამძემ გორში პარტიის რეგიონალური შეხვედრების შემაჯამებელი აქცისას განაცხადა.
“დიახ, მე შევძლებ რუსებთან მოლაპარაკებას, დიახ, მე შევძლებ ურთიერთობის აღდგენას, დიახ, მე შევძლებ ბორდელიზაციის გაჩერებას, დიახ, მე შვძლებ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა გამთლიანდეს და მე ამას გპირდებით”,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.