მე ჩემს ადგილს ყველგან ვიპოვი, ბოლო-ბოლო სიმღერებს დავწერ, რა – ეს განცხადება, “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა, ირმა ინაშვილმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში გააკეთა.
“მითიური მხარდამჭერები, ავატარები ქართულმა ოცნებამ შეუქმნა ნაციონალურ მოძრაობას. ასე გააყალბეს არჩევნები ჩვენ საწინააღმდეგოდ, იცით, რატომ? ქართული ოცნება ჰპირდებოდა სააკაშვილის პარტიასა და სხვებს, რომ აი, ამათ გავწევ, გავანადგურებ და სამაგიეროდ თქვენ იქნებით პარლამენტშიო და ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ ერთმანეთი! ერთმანეთის ღირსია ეს ორი პოლიტიკური მინდორი და დააჯგუფა, თუ რაც ჰქვიათ. მე მინდა, ხალხი დაფიქრდეს ამაზე, თორემ მე ჩემს ადგილს ყველგან ვიპოვი, პოლიტიკაშიც, ჟურნალისტიკაშიც და ბოლო-ბოლო სიმღერებს დავწერ, რა!”- განაცხადა ირმა ინაშვილმა.