„მე წა­მო­ვე­დი, მანუ გა­უშ­ვეს..კა­ნო­ნიც წა­ვი­კი­თხე, ვიცი რა არის და რა საფრ­თხე­ე­ბია!” – ირმა სოხაძე და მანუ მურღულია POSTV-ში აღარ მუშაობენ

„მე წა­მო­ვე­დი, მანუ გა­უშ­ვეს.. ამ კანონს არ ვიზიარებ და არ მომწონს!”  – POSTV-ის გადაცემა “დღის პოსტი” ირმა სოხაძისა და მანუ მურღულიას გარეშე აგრძელებს მუშაობას.

დაახლოებით 2 კვირის წინ, რუსული კანონის საწინააღმდეგოდ გამოვიდა, შემდეგ მან განაცხადა რომ გადაცემა დროებით შეჩერდა. სხვა კომენტარი მას არ გაუკეთებია.

ირმა სოხაძე აცხადებს, რომ კანონის ამოქმედების შემთხვევაში არის საფრთხე, ჩვენს ქვეყანაში მოვლენები ისე განვითარდეს, როგორც რუსეთში.

“წა­მო­ვე­დი. მანუ გა­უშ­ვეს და არა­ვის­თვის არ მინ­დო­და ჩემი პო­ზი­ცი­ით დის­კომ­ფორ­ტი შე­მექ­მნა და ვერც ჩემს თავს შე­ვუქ­მნი­დი. ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი ტა­ი­მა­უ­ტი ავი­ღე, არა­ვის უთ­ქვამს, წა­დიო.

მე არ მეს­მის ეს კა­ნო­ნი დღეს ასე­თი ძვი­რი რა­ტომ ღირს, რომ ქვე­ყა­ნა ორად გახ­ლი­ჩა. ძა­ლი­ან გა­ფუჭ­და ურ­თი­ერ­თო­ბა და კი­დევ რა გვე­ლის არ ვი­ცით. ფსი­ქო­ლო­გი­უ­რ ტე­რორ­ში ვართ მთე­ლი ქვე­ყა­ნა. რო­დე­საც რა­ღაც არ მეს­მის, მე გვერ­დზე გავ­დი­ვარ ან ვამ­ბობ.

მე არ ვარ ნა­ცე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი. ასე­თი ნა­რა­ტი­ვია, რომ ოც­ნე­ბას თუ გა­აკ­რი­ტი­კებ, ნაცი ხარ, ეს არ გა­მი­ბე­დოს არა­ვინ, ვინც მე ნაცს და­მი­ძა­ხებს, ის თა­ვად არის ნაცი. თუ რა­მის დაბ­რუ­ნე­ბა და რე­ვან­ში არ მინ­და წარ­მო­ვიდ­გი­ნო, ეს არის ნა­ცე­ბის მობ­რუ­ნე­ბა.

კა­ნო­ნიც წა­ვი­კი­თხე, რუ­სუ­ლიც ვიცი რა არის, რა საფრ­თხე­ე­ბია. რომ არის საფრ­თხე იგი­ვე სცე­ნა­რი გან­ვი­თარ­დეს, რო­გორც რუ­სეთ­ში. არის საფრ­თხე, რომ მალე აღარ იყოს ოპო­ზი­ცი­უ­რი მე­დია, ოპო­ზი­ცი­უ­რი აზრი.

არ მაქვს არა­ნა­ი­რი სურ­ვი­ლი არ­სად გა­მო­ჩე­ნის, უნდა გა­ვერ­კვე, ჩემი ქვე­ყა­ნა საით მი­დის. ძა­ლი­ან თბი­ლად მხვდე­ბა ხალ­ხი ქუ­ჩა­ში, ყო­ვე­ლი მე­ო­რე ადა­მი­ა­ნი მი­ღი­მის, მა­ჩე­რე­ბენ, სუ­რათს იღე­ბენ. ხში­რად მქო­ნია მო­მენ­ტი, რო­დე­საც ჩემი თავი და­მიბ­ლო­კავს სამი, ოთხი, ხუთი წლით. კი­დევ მაქვს იმე­დი ჩემი არ­ჩე­უ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, რო­მე­ლიც დღე­საც არის, რომ გო­ნი­ე­რე­ბას მო­უხ­მობს”, – განუცხადა “ამბებს” სოხაძემ.