მე-9 მოწვევის პარლამენტში უმრავლესობის უმრავლესობას ჰქონდა ნოტარიუსის ფუნქცია – ხუხაშვილი

“მე-9 მოწვევის პარლამენტში უმრავლესობის უმრავლესობას ჰქონდა ნოტარიუსის ფუნქცია”- ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა  მე-9 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის შეფასებისას განაცხადა.

„ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ მივიღეთ ახალი კონსტიტუცია და მიუხედავად იმისა, რომ ამ კონსტიტუციასთან შეიძლება გვქონდეს პრეტენზიები, ეს მაინც შეიძლება რაღაც ტიპის მიღწევად ჩაითვალოს. დანარჩენი ყველაფერი სამწუხაროდ, იყო მანკიერ ჩვეულ სტილში – უაზრო კინკლაობა და დაპირისპირება, არა შედეგზე ორიეტირებული, არამედ დაპირისპირება დაპირისპირებისთვის. ამ პარლამენტმა თავი იმით „გამოიჩინა“, რომ ჩააბეტონა ის მანკიერი მართლმსაჯულების სისტემა, რასთანაც საზოგადოებას ჰქონდა პრეტენზიები, კიდევ „გამოიჩინა“ იმით, რომ თავისივე საჯაროდ გაცემული დაპირება, პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით, უკან წაიღო. ასე რომ, საბოლოო ბალანსი ამ პარლამენტის, არის მკვეთრად ნეგატიური,“- განაცხადა ხუხაშვილმა.

იმ ფაქტს, რომ პარლამენტმა მაინც მიიღო დაპირებულ პროპორციულთან მიახლოებული საარჩევნო სისტემა, ხუხაშვილი საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლით ხსნის და აღნიშნავს, რომ პარლამენტს ამ ნაბიჯის გადადგმა იძულებით მოუწია და ამასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ გუნდს და საპარლამენტო უმრავლესობას საამაყო არაფერი აქვთ. მისივე თქმით, პარლამენტის მთავარი პრობლემა იყო ის, რომ იქ არ მუშაობდნენ პოლიტიკოსები, არამედ იყვნენ ადამიანები, რომლებიც არ ერეოდნენ პოლიტიკაში და ელოდნენ დირექტივებს.

„გადაწყვეტილების მიღების მთავარი ცენტრი კანონმდებლობასთან დაკავშირებით, საშინაო და საგარეო პოლიტიკის განსაზღვრასთან დაკავშირებით, არ არის პარლამენტში. პარლამენტში უმრავლესობაში არ გვყავს პოლიტიკოსები, უმრავლესობის უმრავლესობა ფაქტობრივად იქცა ვიღაცის წარმოდგენების, არც თუ კვალიფიციური პირების დამადასტურებლად, ანუ ნოტარიუსად. სწორედ ამ ფუნქციას უფრო ასრულებდნენ, ვიდრე რეალურად პოლიტიკის განსაზღვრის ფუნქციას. რაც მთავარია, დირექტივები, რომელსაც იღებდნენ, არ იყო ინსტიტუციონალური. ტყუილად არ არის ეს ფრაზა მოგონილი – „მორჩილი უმრავლესობა“. მორჩილი უმრავლესობა თავწახრილი ყველაფერს ადასტურებდა. კიდევ ერთი სამარცხვინო ფურცელი იყო პარლამენტისთვის გავრილოვიც თემა, რამაც გარკვეული რყევები გამოიწვია. ეს პარლამენტი არ გავდა ცივილიზებული ქვეყნის საპარლამენტო ორგანოს ამ პერიოდის განმავლობაში,“- განაცხადა ხუხაშვილმა.

სად შეიკრიბა ამდენი დაბოღმილი, გაუბედურებული ადამიანი – კალაძე ოპოზიციაზე

"ნახეთ უბრალოდ, რა ლექსიკით საუბრობენ, არ ვიცი, სად შეიკრიბა ამდენი დაბოღმილი, გაუბედურებული ადამიანი, ეს...

ასეთ სამარცხვინო კაცს როგორ შეიძლება ვინმემ ხმა მისცეს?! – კობახიძე ანზორ მელიაზე

"რაც შეეხება მამა მელიას, რომელიც გაწირეს უბრალოდ სირცხვილისთვის. კაცს ეკითხებიან, რამდენია ზუგდიდის ბიუჯეტი და...

გიორგი კირთაძე – 51,3% არჩილ ჩიქოვანი – 48,7% – IPSOS-გლობალის კვლევა...

“მთავარი არხის” დაკვეთით IPSOS-გლობალმა გამოკითხვა ჩაატარა. კითხვაზე:  მომდევნო შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, მერობის რომელ...

ხატია დეკანოიძე – 51,7% იოსებ ხახალეიშვილი – 48,3% – IPSOS-გლობალის კვლევა...

“მთავარი არხის” დაკვეთით IPSOS-გლობალმა გამოკითხვა ჩაატარა. კითხვაზე: მომდევნო შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, მერობის რომელ...

ანზორ მელია – 54,7% მამუკა წოწერია – 45,3% – IPSOS-გლობალის კვლევა ზუგდიდში

“მთავარი არხის” დაკვეთით IPSOS-გლობალმა გამოკითხვა ჩაატარა. კითხვაზე: მომდევნო შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, მერობის რომელ...

დავით კირკიტაძე – 53,1% ნინო ლაცაბიძე – 46,9% – IPSOS-გლობალის კვლევა რუსთავში

“მთავარი არხის” დაკვეთით IPSOS-გლობალმა გამოკითხვა ჩაატარა. კითხვაზე: მომდევნო შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, მერობის რომელ...

ნიკა მელია 48.4%, კახა კალაძე 51,6% – IPSOS-გლობალის კვლევა

"მთავარი არხის" დაკვეთით IPSOS-გლობალმა გამოკითხვა ჩაატარა. კითხვაზე:  მომდევნო შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, მერობის რომელ...

მიხეილ სააკაშვილს ამერიკელი იურისტი ჯონ სენდვიჯიც დაიცავს

მიხეილ სააკაშვილს ამერიკელი იურისტი, ჯონ სენდვიჯი ერთვება. ამის შესახებ ინფორმაცია ექსპრეზიდენტის ადვოკატებმა გაავრცელეს. ნიკა გვარამიას...

პარიზში აუქციონზე 66 მლნ. წლის წინანდელი დინოზავრის ჩონჩხი იყიდება

პარიზში აუქციონზე გაიყიდება დინოზავრ–ტრიჯერატოპსის ყველაზე დიდი ჩონჩხი, რომელიც კი ადამიანს ოდესმე აღმოუჩენია. ვარაუდობენ, რომ მისი გასაყიდი ფასი დაახლოებით 1.5 მილიონ ევროს შეადგენს. დინოზავრი “დიდი ჯონი“...

აშშ–ში ღორის თირკმლის ადამიანისთვის გადანერგვის პირველი წარმატებული ოპერაცია ჩატარდა

ამერიკელი ქირურგები ამტკიცებენ, რომ პირველად შეძლეს წარმატებით გადაენერგათ ღორის თირკმალი ადამიანისთვის. ექიმებს იმედი აქვთ, რომ ეს დონორთა ორგანოების უკმარისობის პრობლემის გადაჭრაში დაეხმარებათ. ტრანსპლანტაცია აშკარად ექსპერიმენტული ხასიათი...

ჟან-პოლ ბელმონდო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

გარდაიცვალა ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟან პოლ ბელმონდო. ის 88 წლის იყო. მას პოპულარობა ჟან-ლუკ კოდარის "უკანასკნელ ამოსუნთქვაში" შესრულებულმა მიშელ პუაკარის როლმა მოუტანა. ბელმონდოს კინოკარიერა 50 წელს...