მზად ვართ გავაგრძელოთ საქმიანი დისკუსია – კომპანია “ენკა”

“მზად ვართ გავაგრძელოთ საქმიანი დისკუსია “- კომპანია ”ენკა” თბილისში მიმდინარე ნამოხვანჰესის საპროტესტო  აქციას ეხმაურება და დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობს.

“ვაცნობიერებთ ჩვენ წილ პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე და კიდევ ერთხელ საჯაროდ ვაცხადებთ, რომ მზად ვართ გავაგრძელოთ საქმიანი დისკუსია ყველა დაინტერესებულ მხარესთან.მიგვაჩნია, რომ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ ნებისმიერი საქმიანი ფორმატი, დიალოგის ყველა შესაძლებლობა, რათა პასუხგაუცემელი არ დარჩეს არც ერთი პრობლემური კითხვა და ფაქტებსა თუ არგუმენტებზე დაყრდნობით დაგარწმუნოთ, რომ ნამახვანჰესის პროექტი არის ქართული საქმე, რომელიც ემსახურება რიონის ხეობის მაცხოვრებლების და მთელი ქვეყნის კეთილდღეობას”, – ნათქვამია ენკას მიერ გავრცეელბულ განცხადებაში.