მზად ვართ ვადამდელი არჩევნების შესახებ გავმართოთ მოლაპარაკებები, ფასილიტატორების ჩართულობით – “ნაციონალური მოძრაობა”

”მზად ვართ, ვადამდელი არჩევნების შესახებ გავმართოთ მოლაპარაკებები, ფასილიტატორების ჩართულობით” – „ნაციონალური მოძრაობა“ მზადყოფნას გამოთქვამს, „კრიზისის განმუხტვის ერთადერთი სწორი გზის, ვადამდელი არჩევნების შესახებ“ გამართონ მოლაპარაკებები, ფასილიტატორების ჩართულობით. ამის შესახებ ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში.

„საქართველოში არსებული მთელი ოპოზიციური სპექტრი, რომელსაც თამარ ჟვანიას დათვლებითაც კი, სულ მცირე 1.2 მილიონი ადამიანი უჭერს მხარს და ეს ამომრჩევლის ნახევარზე ბევრად მეტია – დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში დგას და ფიზიკურად იცავს ნიკა მელიას, ანუ იცავს სამოქალაქო მშვიდობასა და თავისუფლებას.

„ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი, პრემიერ-მინისტრი გადადგა (შედეგად მთელი მთავრობაც) და მიზეზად დაასახელა, რომ ნიკა მელიას წინააღმდეგ ოპერაცია ქვეყანას დესტაბილიზაციისკენ და რადიკალიზაცისკენ წაიყვანდა.

ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი მხარეებს მოუწოდებენ, მშვიდობის ფარგლებში დარჩნენ, რიტორიკა შეცვალონ და კრიზისის განმუხტვის გზა მოძებნონ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის მოქმედებდა, მოქმედებს და იმოქმედებს სამოქალაქო მშვიდობისა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით.

მოვუწოდებთ, „ქართულ ოცნებას“ არ იფიქროს იმ შენობის შტურმზე, სადაც ადამიანები, ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრების შანსს ფიზიკურად იცავენ.

ქვეყნის ეროვნული ინტერესია, რომ კრიზისი განიმუხტოს, ამისთვის აუცილებელია შეწყდეს პოლიტიკური დევნა და ჩვენ მზად ვართ, კრიზისის განმუხტვის ერთადერთი სწორი გზის, ვადამდელი არჩევნების შესახებ გავმართოთ მოლაპარაკებები, ფასილიტატორების ჩართულობით“,- ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში.

ეს არის ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს ორ კერძო პირს შორის უკანონო ჩანაწერების უხეში ფაბრიკაცია-ოცნების...

პარტია ქართული ოცნება განცხადებას ავრცელებს ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, რომელშიც ბერა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და...

უკანონო მოსმენა ენმ-ს ხელწერაა, ჩემი პატივისცემა ღირსეულ ბერა ივანიშვილს – კობახიძე

"უკანონო მოსმენა ენმ-ს ხელწერაა, ჩემი პატივისცემა ღირსეულ ბერა ივანიშვილს" - ასე ეხმაურება, "ქართული ოცნების"...

“შეაგინე ბერას” – მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია დაიწყო

"შეაგინე ბერას" - მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია დაიწყო.აქცია მას შემდეგ დაანონსდა, რაც ტვ "პირველის"...

სინდისის ნატამალი ვისაც ჰქონდა, ყველა გაქცეულია უკვე -ზურა ჯაფარიძე ხელისუფლებაზე

"სინდისის ნატამალი ვისაც ჰქონდა, ყველა გაქცეულია უკვე"- ამის შესახებ,  გირჩი-მეტი თავისუფლებას ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე...

თელავში 27 წლის კაცმა მშობლები და ბებია ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა

თელავში 27 წლის მამაკაცმა მშობლები და ბებია ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღის...

ჩანაწერების ნაწილი იმ პერიოდშია გაკეთებული, როცა ღარიბაშვილ/ჩუბინიძეს მაღალი თანამდებობები ეკავათ – EMC

"აღნიშნული აუდიოჩანაწერი კიდევ ერთხელ აჩვენებს, ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში სახელმწიფოს მართვის არაფორმალურ, არადემოკრატიულ პრაქტიკას...

ბერაზე და ბიძინაზე დავწერე რაღაც ხუმრობა, დიმიტრი სამხარაძეს უნდოდა თავის გამოჩენა და უნდა მოვეკალი...

''ბერაზე და ბიძინაზე დავწერე რაღაც ხუმრობა, დიმიტრი სამხარაძეს უნდოდა თავის გამოჩენა და უნდა მოვეკალი''-...

ნორმალურ ქვეყანაში რომ ვცხოვრობდეთ, პროკურატურას გამოძიება უნდა ჰქონდეს დაწყებული-იოსელიანი ჩანაწერებზე

"ნორმალურ ქვეყანაში რომ ვცხოვრობდეთ, პროკურატურას გამოძიება უნდა ჰქონდეს დაწყებული" -ამის შესახებ პარტია  "მოქალაქეების''ერთ-ერთი  ლიდერი,...

სხვა სიახლეები

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

ჯანმრთელობა

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო