მზად ვართ ნებისმიერ მშვიდობიან ფორმატში საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებულ ნებისმიერ თემაზე სასაუბროდ – ცესკო

ცესკო განცხადებას ავრცელებს და გუშინ ცესკო-ს შენობასთან განვითარებულ მოვლენებს საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლად აფასებს.

განცხადების თანახმად, საარჩევნო პროცესი არ დასრულებულა, თუმცა, კონკრეტული პოლიტიკური მხარეების მხრიდან იკვეთება მიმდინარე სამართლებრივი პროცესების ხელშეშლა. ამასთან, ცესკო მზადყოფნას გამოთქვას, მშვიდობიან ფორმატში, სხვადასხვა ჩართული მხარის მონაწილეობით, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებულ ნებისმიერ თემაზე სასაუბროდ.

“ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ეხმიანება გუშინ, 8 ნოემბერს ცესკოს შენობასთან განვითარებულ მოვლენებს და მიაჩნია, რომ ეს არის საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლისა და ზემოქმედების მიუღებელი ფორმა, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ, მათ შორის საოლქო საარჩევნო კომისიებში. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის საარჩევნო პროცესები არ დასრულებულა, ჯერ მხოლოდ წინასწარი შედეგებია ცნობილი. ამ ეტაპზე სხვადასხვა სამართლებრივი პროცესები მიმდინარეობს როგორც საოლქო საარჩევნო კომისიებში, ისე საერთო სასამართლოებში. დაზუსტდა შემაჯამებელი ოქმების ნაწილი, სხვადასხვა ოლქებში გადაითვალა უბნების შედეგები და ჯერ კიდევ პროცესები მიმდინარეობს და არ დამდგარა საბოლოო ოფიციალური შედეგი. თუმცა, სამწუხაროდ, კონკრეტული პოლიტიკური მხარეების მხრიდან იკვეთება მიმდინარე სამართლებრივი პროცესების ხელშეშლა, რაც ცხადია აჩენს კითხვის ნიშნებს, წარმოადგენს დამოუკიდებელი ინსტიტუციის სახელის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას და არ ჯდება იმ სამართლებრივ ფორმებში, რომელიც მნიშვნელოვანია პროცესების ნდობის თვალსაზრისით.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია დამოუკიდებელი ინსტიტუტია, რომელსაც საკმაოდ მრავალრიცხოვანი მოქალაქეები წარმოადგენენ და ეს ინსტიტუცია სწორედ ხალხის სამსახურისთვის შეიქმნა და ფუნქციონირებს. საარჩევნო ადმინისტრაცია პირველ რიგში ემსახურება ხალხს და წლებია ამ ინსტიტუციას წარმოადგენენ ადამიანები, რომელთა დამსახურებაცაა ის საერთაშორისო აღიარება, რაც რეგიონში გამორჩეულს ხდის ამ ადმინისტრაციას. საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს მუშაობას, რომ მოემსახუროს ხალხს არჩევნების მეორე ტურში, რათა დასრულდეს 2020 წლის პარლამენტის არჩევნების ყველა პროცესი ისე, როგორც ამას ითვალისწინებს კონსტიტუცია და ქვეყნის კანონმდებლობა.

შესაბამისად, მოვუწოდებთ ჩართულ მხარეებს და ყველა დაინტერესებულ პირს, ხელი შეუწყონ საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო უფლების რეალიზებას. და ბოლოს, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის ნებისმიერ მშვიდობიან ფორმატში, სხვადასხვა ჩართული მხარის მონაწილეობით, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებულ ნებისმიერ თემაზე სასაუბროდ. მივმართავთ საერთაშორისო პარტნიორებს და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს ხელი შეუწყონ დიალოგს რაც მნიშვნელოვანია სამოქალაქო თანხმობისთვის ქვეყანაში”,-აღნიშნულია განცხადებაში.

ჩვენ გვაქვს COVID-19-ის 300 შემთხვევა, ისრაელს 4-5 ათასი, უკეთესად ვმუშაობთ – ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიც ცერცვაძე ამტკიცებს, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა უკეთესად მუშაობს, ვიდრე ისრაელის,...

ვაქცინაციის გარეშე შეზღუდვების მოხსნა გრძელვადიანი ვერ იქნება – ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ გერმანია მესამე, ამერიკა კი კორონავირუსის მე–4 ტალღის...

მოზრდილი მოსახლეობის 25% რომ აიცრას, ცოტა არ არის პირველი წლისთვის – ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ თუ საქართველოში წელს 700 ათასი ადამიანი, ანუ...

ავღანეთში ISIS-მ ადგილობრივი ტელევიზიის სამი ქალი თანამშრომელი მოკლა

BBC-ს ინფორმაციით, ავღანეთში, ISIS-მ  ადგილობრივი ტელევიზიის სამი ქალი თანამშრომელი მოკლა. გამოცემის ცნობით,  თავდასხმა მაშინ...

Freedom House-ს დასკვნაში ფაქტობრივი შეცდომებია, ცდებიან – სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, Freadom House–ის...

სამომხმარებლო პროდუქციაზე შესაძლოა სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს

"საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა“(CSRDG) პარლამენტში პეტიცია წარადგინა, რომელითაც სახელმწიფოსგან სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების...

ინტერპოლმა Covid19-ის ყალბი ვაქცინების ქსელი გაანადგურა

ინტერპოლის ცნობით ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკასა და ჩინეთში Covid19-ის ყალბი ვაქცინების ქსელი გაანადგურა, ამოღებულია ათასობით...

საბერძნეთში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

საბერძნეთში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მედიის ინფორმაციით, სტიქიის ეპიცენტრი იყო ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში,...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ ამ დრომდე „ფაიზერის“ ვაქცინა

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინა თებერვალში. შესაბამისი შეკითხვით „კოვაქს პლატფორმას“ „ინტერპრესნიუსმა“ მიმართა. როგორც სააგენტოს განუცხადეს, თებერვალში ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო