მზად ვარ, პირველი ვაქცინა საჯაროდ გავიკეთო – ლადო კახაძე

“მზად ვარ, პირველი ვაქცინა საჯაროდ გავიკეთო”- ქართული ოცნების დეპუტატი ლადო კახაძე აცხადებს, რომ მზად არის, კორონავირუსის ვაქცინა, რომელსაც საქართველოში შემოიტანენ, პირველად მან გაიკეთოს.

“იქნებ პირველი ვაქცინაციის დროს, ურწმუნოთა დასანახებლად კი არა მარტო, არამედ ნდობის ასამაღლებლად, იმ ასაკობრივი ჯგუფებიდან, პირველი ეს არის დარგში ყველაზე დიდი გამოწვევის წინ მყოფი ადამიანები, მერე ასაკობრივი ცენზი და ასე… ვისაუბრეთ ამ თემაზე, რომ იქნებ გავაკეთოთ ინიცირება, მე მაგალითად მზად ვარ და თანახმა ვარ, პირველი ვაქცინა, რომელიც შემოვა, როგორც ასაკით, როგორც დარგის სპეციალისტის, საკანონმდებლო სივრცის, საჯაროდ, ყველას დასანახად, ეს ვაქცინა გავიკეთო. ვთხოვ იმ აღმასრულებელი ხელისუფლებიდან ვინც არის, არასამთავრობო სექტორიდან ვინც არის, საპატრიარქოს მივმართავ დიდი მოკრძალებით და ქედის მოხრით თითოეული მათგანის რწმენისა და მათი გავლენისა ადამიანის რწმენაზე, იმ ჯგუფის წარმომადგენლებს, ვთხოვ, რომ პირველი ვაქცინაციის დროს, სახალხოდ გავიკეთოთ ეს, რომ ადამიანებს  მივცეთ კიდევ ერთხელ რწმუნებითი ნაწილი, რომ ეს უსაფრთხოა. ამიტომ მე მადლობელი ვიქნები”, – განაცხადა ლადო კახაძემ.

დღეს უახლოეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა – გახარია სტრასბურგის სასამართლოზე

პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია ამბობს, რომ საქართველოს უახლოეს ისტორიაში დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა. დღეს, 21 იანვარს...

დღეს სტრასბურგის სასამართლო 2008 წლის ომის საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს

"საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" - 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას დღეს,...

დავით ზალკალიანი ვიცეპრემიერად დაინიშნა

პრემიერმინისტრი გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობისთვის პრიორიტეტული იქნება საქართველოს დეოკუპაცია და ინტეგრაცია, ამიტომ ლოგიკურია, რომ...

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 17 აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი

ამერიკის 46-ე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში, ოვალურ კაბინეტში 17 აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი....

საქართველოში COVID-19-ის 1137 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 11 ადამიანი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 137 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 179 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა...

ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი რუსეთის მოქალაქე დავაკავეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრმ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, რუსეთის მოქალაქე - 1987 წელს დაბადებული...

ოპოზიციის დიდი ნაწილი იპრანჭება, ისინი ჩემზე ადრე შევლენ პარლამენტში – ხვიჩია

გირჩის ლიდერის, იაგო ხვიჩიას აზრით,  "ოპოზიციის დიდი ნაწილი იპრანჭება" და ისინი მასზე ადრე შევლენ...

ბაიდენს დღეს რომ ვუსმენდი, მეგონა, ჩვენი პროგრამა ჰქონდა – ხაზარაძე

ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის სიტყვამ თავისი პარტიის პროგრამა გაახსენა. "ჩვენ გვაქვს...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

კოვიდგადატანილთა მესამედი კვლავ საავადმყოფოებში ხვდება– ახალი კვლევა

პანდემიის პირველი ტალღისას კორონავირუსით დაინფიცირებულ  და გამოჯანმრთელებულ ბრიტანელ პაციენტთა  30% შემდგომი 5 თვის განმავლობაში კვლავ საავადმყოფოში მოხვდა. ამის შესახებ ლესტერის უნივერსიტეტის და სტატისტიკის ეროვნული...

შოუ ბიზნესი

“რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ“–ნინი ქარსელაძის დედა აღიარებს, რომ მისი შვილი გათხოვდა

ნინი ქარსელაძის დედა, ხათუნა ჟორდანია ფეისბუქზე წერს, რომ მისი შვილი გათხოვდა: “რადგან ბევრმა სააგენტომ გაავრცელა, დავწერ მეც!!!! ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ. ახლა...

ვიდეო