ჩვენ ვართ ის, ვინც ავღანეთში სერიოზული საფრთხის ქვეშ მყოფი ქალების, ირანელი გოგონებისა და სტუდენტების, სვეტლანა ტიხანოვსკაიას, თავისუფალი და დემოკრატიული ბელარუსისთვის მებრძოლი უსამართლოდ დაკავებული [ქალების], მამაცი და კვლავ მებრძოლი ეზიდი გოგონების, იულია ნავალნაიას და მსოფლიო მასშტაბით ყველა იმ [ქალის] გვერდით უნდა დავდგეთ, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ ცრემლსადენ გაზს და თან ჩვენს ევროპულ დროშას აფრიალებენ.
ეს არის ის, რასაც ევროპა ნიშნავს მსოფლიოსთვის. ეს არის პარლამენტი, რომელსაც მსოფლიო ხედავს; პარლამენტი, რომელსაც ამაყები ვართ, ვემსახუროთ.
ეს არის საპარლამენტო დიპლომატია, რომელიც აუცილებელია მაშინ, როცა ჩვენ მულტილატერალიზმს ვიცავთ და ევროკავშირის გაფართოებისთვის ვემზადებით. ჩვენ გვიყურებს ის ხალხი უკრაინიდან, მოლდოვიდან, საქართველოდან და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებიდან, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში უარი ეთქვათ პროგრესზე – ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ გავუწოდოთ მათ ევროპის ხელი, რადგან ისინი მიჰყვებიან საკუთარ დამსახურებაზე დაფუძნებულ გზას, რომელიც საჭირო კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.
ჩვენ ამ ახალი მსოფლიოსა და ახალი რეალობის წინაშე მზად უნდა ვიყოთ. ერთად, ჩვენ ვიქნებით მზად.
კოლეგებო, არ უნდა შეგვეშინდეს ევროპისადმი ჩვენი ერთგულების განახლების. არ შეგვეშინდეს, გავუმკლავდეთ ავტოკრატებს. არ შეგვეშინდეს, შევასრულოთ დაპირება. არ შეგვეშინდეს, დავდგეთ ევროპისთვის. არ შეგვეშინდეს ისეთი კავშირის შენების, რომელიც ყოველი ჩვენგანისთვის იმუშავებს.