მზეთუნახავი ჰყავს სახლში, რომ უთვალთვალებენ, თუ რატომ არის გაღიზიანებული?! – წულუკიანი გვარამიაზე

“მზეთუნახავი ჰყავს სახლში, რომ უთვალთვალებენ, თუ რატომ არის გაღიზიანებული?!”- ასე უპასუხა განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც შეეხებოდა „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას, მის ოჯახზე განხორციელებულ ფარულ თვალთავთან დაკავშირებით. წულუკიანის თქმით, არ აპირებს, რომ ნიკა გვარამიას ოჯახზე „ნიანგის ცრემლები გადმოყაროს“.

„თქვენ, „ტვ პირველი“ ჩემს სახლში ბევრჯერ ხართ ბავშვების თანდასწრებით შემოვარდნილები და ამიტომ, ცოტა ტონს დაუწიეთ. კითხვებს სვამთ, მე გპასუხობთ, რომ ნიკა გვარამიას პერფორმანსი არის გაბომჟებული საცოდაობა, ეს არის საცოდაობა, სანახაობა კი არა. „ტვ პირველი“ და „მთავარი არხი“ ძალიან ბევრჯერ ჩემს მოხუც მშობლებთან, ჩემს არასრულწლოვან ძმისშვილებთან მოტყუებით სახლებში მიკროფონით არის შევარდნილი. ამიტომ, თუ ნიკა გვარამიას ჰყავს ოჯახი, სხვებსაც გვყავს და ყველამ დაიცავით სტანდარტი.“ტვ პირველზე“ და „მთავარ არხზე“ ვსაუბრობ, რომ ყველას ოჯახში ხართ შევარდნილი ბავშვების თანდასწრებით და ნიანგის ცრემლებს ნიკა გვარამიას ოჯახზე, რა თქმა უნდა, მე არ გადმოვყრი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

პარლამენტთან ვითარება იძაბება – პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის დატოვებას თხოვს

რუსთაველის გამზირზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება იძაბება, პოლიცია სამოქალაქო აქტივისტებს, გზის სავალი ნაწილის დაცლას...

ე.წ კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა

"გაუქმდეს კომენდანტის საათი" - ამ სახელწოდებით პეტიცია შეიქმნა და ავტორები 1 მარტიდან გაუქმდეს კომენდანტის...

ქუთაისის ციხეში ბრალდებულმა დაზიანებები მიიყენა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულმა დაზიანებები მკლავებსა და მუცლის ზედაპირზე...

“სამივე ჩაჯდება ციხეში, ეს ჩემი მოთხოვნაა” – ვახო სანაია პროკურატურამ დაზარალებულად ცნო

ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტი, ვახო სანაია პროკურატურამ დაზარალებულად ცნო. როგორც სანაია აცხადებს, სამივე ბრალდებული, ფიზიკურ ანგარიშსწორებაში...

მიმდინარეობს დისკუსიები ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე – კრის სოჩა

"აშშ-მ, შესაძლოა, ივანიშვილს სანქციები დაუწესოს"- ამის შესახებ, ამერიკის შეერთებული შტატების, საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის რესპუბლიკელთა...

საბა ბუაძე მიხეილ სააკაშვილს ურჩევს დუმილს ხშირად მიმართოს

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი საბა ბუაძე მიხეილ სააკაშვილს ურჩევს, რომ დუმილს ხშირად...

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე თანამდებობას ტოვებს

ბერდია სიჭინავა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ის საკუთარ Facebook-ზე წერს. "მეგობრებო,...

მეგობარო, გირჩევდი, გადაიხადო გირაო, მაინც არაფერი გამოგდის – ზარქუა ნიკა მელიას

ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა ნიკა მელიას მეგობარს უწოდებს და გირაოს გადახდისკენ მოუწოდებს. "მინდა მივმართო ნიკანორ...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

კიდევ ერთი ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ – აშშ–ს მარეგულირებელმა Johnson & Johnson–ის ვაქცინა ეფექტურად ცნო

ამერიკის მარეგულიერებლმა ორგანომ კორონავირუსის საწინააღმდეგო კომპანია Johnson & Johnson–ის ვაქცინა უსაფრთხოდ და ეფექტურად ცნო რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პრეპარატი უახლოეს დღეებში ის აშშ–ში...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო