”მზია ამაღლობელი მისი სოლიდარობისთვის მოშიმშილეებს სთხოვს, შეწყვიტონ შიმშილობა”- განაცხადა ამის შესახებ ადვოკატმა ჯუბა ქათამაძემ რომელმაც “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” ხელმძღვანელი, კლინიკა ვივა მედში მოინახულა. მზია ამაღლობელი უკვე 25-ე დღეა შიმშილობს,
“მოვინახულე დღეს ქალბატონი მზია. მდგომარეობა შეიძლება ითქვას, რომ სტაბილურია. 25-ე დღეა შიმშილობის. რა თქმა უნდა, შესუსტებულია გარკვეულწილად, აქვს გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები, თუმცა თავს მხნედ გრძნობს და აცხადებს ისევ, რომ აგრძელებს ბრძოლას იმით, რითაც შეუძლია და შეიძლება ითქვას, რომ ასე ხილულად, რაც მე შემიძლია შევაფასო, რაიმე განსაკუთრებული პრობლემა არ აქვს. ისევ აცხადებს, რომ შიმშილობს არა მარტო თავისი თავისთვის, არამედ ყველა პოლიტიკური პატიმრისთვის. ასევე, ერთი თხოვნა რაც გადმომცა არის ის, რომ მისი სოლიდარობისთვის ვინც შიმშილობს, ყველა ადამიანმა შეწყვიტოს შიმშილობა”, – თქვა ადვოკატმა.