მთავარი არხის ცნობით, მათ ვებგვერდზე ჰაკერული შეტევა განხორციელდა.
კიბერშეტევა დილის 5 საათზე დაიწყო.
“წაშლილია მონაცემთა ბაზის ნაწილი. არხის ტექნიკური სამსახური ამ წუთებში ცდილობს ჰაკერული თავდასხმის შეჩერებას, ამის შემდეგ კი მონაცემების აღდგენის პროცესი დაიწყება”, – ნათქვამია მთავარი არხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.