მთავარი ნაბიჯი გადადგმულია – სტრასბურგმა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სააკაშვილის საჩივრები წარმოებაში მიიღო

“მთავარი ნაბიჯი გადადგმულია”- მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უჩივის. ევროსასამართლომ წარმოებაში მიიღო ორი საჩივარი და განსახილველად ემზადება. საქართველოს მესამე პრეზიდენტის საჩივარი სისხლის სამართლის ორ საქმეს ეხება – ერთი ვალერი გელაშვილის ცემის, მეორე კი შეწყალების საქმეს.

შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი  “მთავარ არხთან” საუბრობს.

”მე ვარ სპეციალისტი ამ კონვენციის, იმიტომ რომ თავის დროზე ვიყავი პირველი აღმოსავლეთ ევროპელი, რომელმაც მიიღო დიპლომი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთან არსებულ საგამოძიებო კომისიაში, ადამიანის უფლების სამართალში. აქედან გამომდინარე, მე ზუსტად ვიცი, რატომ დასჭირდა ამდენი წელი ამ ყველაფრის წარმოებაში მიღებას – იმიტომ რომ უნდა ამოწურულიყო შიდა დაცვის ყველა საშუალება. ახლა მთავარი ნაბიჯი გადადგმულია, საქმე მიღებულია წარმოებაში, მაგრამ საბოლოო ჯამში, ორი კატეგორიის ხალხსი არსებობს საქართველოში – ერთი, ვინც იცის, რომ თავიდანვე ეს საქმეები იყო ბლეფი, ყალბი და არ უნდა დაწყებულიყო, მაგრამ მეორე, ვინც გულის სიღრმეში მაინც იცის, რომ საქმეები მთლიანად ფუყეა, უსამართლოა, მაგრამ იმდენად უნდა ჩემი მოშორება, რომ მზად არის, ამ უსამართლობაზე დახუჭოს თვალი.

ეს მეორე კატეგორია აბსოლუტურ უმცირესობაშია, მიუხედავად იმისა, როდის გამოიტანს სტრასბურგი საბოლოო გადაწყვეტილებას, როგორ გადაწყვეწტილებას და მე მაქვს სიმართლის დაგენის იმედი. ბოლო გადაწყვეტილებების და სიმართლის დადგენის შემდეგ და მე ყველანაირად ვიქნები ჩვენი ხალხის გვერდით ამ გადამწყვეტ ეტაპზე ჩვენი ბრძოლის. ვინაიდან ახლა ჩემ პირად საქმეზე, ჩემ უსაფრთხოებაზე და სიცოცხლეზე მაღლა დგას საქართველოს გადარჩენის საკითხი” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სარჩელებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გასულ წელს მიმართა. ადვოკატების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებისგან კომპენსაცია არ ითხოვს და მას უბრალოდ სურს დადგინდეს სიმართლე სტრასბურგის სასამართლომ უნდა დაადგინოს, იყო თუ არა პოლიტიკურად მოტივირებული მიხეილ სააკაშვილი წინააღმდეგ აღძრული საქმეები.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ნონა წოწორია ამბობს, რომ მე-18 მუხლისა და მე-7 მუხლის ერთობლივად განხილვა იშვიათია. შესაბამისად, თუკი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით მე-18 და მე-7 მუხლის დარღვევა დადგინდება, ეს სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან უპრეცედენტო გადაწყვეტილება იქნება.

მეუფე იობის რეზიდენციაში მღვდელს ფიზიკურად გაუსწორდნენ

დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი აცხადებს, რომ ურბნელი მიტროპოლიტის, იობის რეზიდენციაში ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი თქმით, სურამისა და...

ღარიბაშვილმა ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით მრჩეველი წარადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით სპეციალურ მრჩეველი წარადგინა. პოსტს სლოვაკეთის ყოფილი...

7 მაისი: დადასტურდა COVID-19-ის 1547 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 18 პაციენტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 547 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 131 ადამიანი გამოჯანმრთელდა,...

შეგვიძლია ვთქვათ, რომ პიკში ვართ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველო ეპიდსიტუაციის პიკშია. ამირან გამყრელიძის თქმით, ჯანდაცვის სექტორი ინფიცირებულთა...

ჭიჭინაძე ხელმომწერებს: გემი ჩაძირეთ, გადახტით და ახლა ბრინჯაოს მედლისთვის იბრძვით?!

"არჩევნებზე მედლებს არ არიგებენ! ამიტომ, მათ მინდა ვუთხრა, მესამე ძალის შექმნა ვინც გამოგვიცხადა და...

თბილისში 5 აფთიაქის ხელმძღვანელი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისში 5 აფთიაქის ხელმძღანელი დააკავა. უწყების ცნობით, ისინი უნებართვოდ და...

“მიმდინარეობს პატრიოტთა ალიანსის ჩანაცვლების პროცესი“–ზურაბიშვილი ლევან ვასაძის პოლიტიკაში მოსვლაზე

ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი თვლის, რომ ლევან ვასაძის პოლიტიკაში მოსვლა შესაძლოა ბიძინა ივანიშვილის პროექტი იყოს,...

პირველი არხის წამყვანი: ბოდიში ჩემს მაყურებელს და ბატონ ივერის

პირველი არხის ტელეწამყვანი, ირაკლი აბსანძე დავით-გარეჯის თემაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასული ფილმის გამო ივერი...

იშვიათი მოვლენა: ქალმა 9 ბავშვი გააჩინა, რომელთაგან ყველა გადარჩა

მალიში მცხოვრებმა 25 წლის ქალმა 9 ბავშვი გააჩინა. არადა ფეხმძიმობისას ექოსკოპიაზე ექიმებმა მხოლოდ 7 ბავშვი შეამჩნიეს. ჰალიმა სისეს მშობიარობა მაროკოში, სპეციალურ კლინიკაში შედგა, სადაც ის...

აშშ–ში მენთოლიანი და არომატიზირებული სიგარეტის აკრძალვას გეგმავენ

აშშ–ს კვების პროდუქტებისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში მენთოლიანი და არომატიზირებული სიგარეტების წარმოებას და გაყიდვას მთლიანად აკრძალავს. ამ პროდუქციის ძირითადი მომხმარებლები...

გოგო ალბინიზმით ჩინური თავშესაფრიდან Vogue-ს მოდელი გახდა. ნახეთ მისი ისტორია

სიუელი ბავშვობისას მშობლებმა ბავშვთა სახლის კართან დატოვეს. ჩინეთში ზოგიერთი ალბინიზმს წყევლად თვლის. ამ იშვიათ  გენეტიკურ მოვლენას იმ პიგმენტის სრული ან ნაწილობრივი არქონა ახასიათებს, რომელიც კანს...