“მთავრობამ ხალხის ოცნებას პუტინის ოცნება არჩია, ივანიშვილის სანქცირების დროა! ” – ამის შესახებ, უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი, ოლექსი გონჩარენკო Twitter-ზე წერს.
”საქართველოს მმართველმა პარტიამ ხალხის ოცნებას პუტინის ოცნება არჩია. PACE-ში ხმის მიცემისას მმართველი პარტიის არც ერთმა წარმომადგენელმა არ დაგმო პუტინისა და ლუკაშენკოს გამოსვლები. დროა მსოფლიომ გაიღვიძოს და დაინახოს ვის ემსახურებიან ისინი. ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების დროა. ” – განაცხადა გონჩარენკომ.