“მთავრობას სირცხვილი” – ადვოკატი ნამოხვანში, რიონში გაუჩინარებული კაცის წერილს აქვეყნებს

ადვოკატი აქვეყნებს ახალგაზრდა კაცის წერილს, რომელიც ნამოხვანში, მდინარე რიონში 10 აპრილს გაუჩინარდა.

“ჯერ იქიდან დავიწყოთ, რომ ეს არავის ბრალია, ეს უფლის ნებაა. მა, არ ინერვიულო, სიგიჟემდე მიყვარხარ და იქითა ცხოვრებაში გნახავ. მთელ ჩემ სანათესაო, საახლობლო, სანაცნობოს ვეფერები  დიდი სიყვარულით. ცოტა გავითიშე, ერთ რაღაცაზე ვფიქრობ. მადლობა უფალს ყველაფრისთვის. მე ქრისტიანი კაცი ვარ. მთავრობას სირცხვილი, გაყიდეს საქართველო და ამას ვერ დავუშვებ. უფლის წყალობით მოვიგებთ ამ ომს”, – წერია ნიკა ანთიძის მესიჯში.

ადვოკატის განცხადებით, მოსაზრება იმის შესახებ, რომ ტრაგიკული შემთხვევის დროს ის თითქოს ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, სინამდვილეს არ შეესაბამება.

“ვინაიდან შევისწავლეთ შემთხვევის ადგილი, აქციის მონაწილეების, ორგანიზატორების და კარვებში მცხოვრებ პირთა ცხოვრების წესი და ჩვენი თვალით ვნახეთ, რომ კარვებს ტერიტორიაზე არმცთუ ალკოჰოლი, სიგარეტის მოხმარებაც აკრძალულია.

მან ტრაგიკულ ფაქტამდე რამდენიმე წუთით ადრე დატოვა გამოსამშვიდობებელი წერილი მობილურში, მესენჯერის საშუალებით, რომელსაც ვასაჯაროვებთ, ასევე, ნიკა ანთიძის ოჯახი თხოვნით მიმართავს საზოგადოებას და პოლიტიკურ პარტიებს, მისი ოჯახის ამ მძიმე ტრაგედიას ნუ გამოიყენებენ პოლიტიკური ნიშნით”, – თქვა ადვოკატმა გიორგი ჭოჭუამ.

მისივე განცხადებით, გაუჩინარებული ნიკა ანთიძის ოჯახი საზოგადოებას და პოლიტიკურ პარტიებს თხოვნით მიმართავს, მათი ოჯახის მძიმე ტრაგედიას ნუ გამოიყენებენ პოლიტიკური ნიშნით.

ცნობისთვის, ნიკა ანთიძის სამძებრო სამშაოების გამო 7 მაისის 08:00 საათიდან 9 მაისის 18:00 საათამდე გუმათჰესების კასკადისა და რიონჰესის სათავე ნაგებობის საგუბარების წყლისგან დაცლა იგეგმება. ტერიტორიაზე იმუშავებენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

რატომ არ მიიწვიეს საქართველო ნატოს სამიტზე

დღეს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სამიტი იმართება, რომელშიც მონაწილეობას ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იღებს. ეს ევროპელი...

დარჩებიან მხოლოდ ის ბავშვები, ვისაც დარჩენა უნდა – მეუფე იაკობი ნინოწმინდის პანსიონზე

''დარჩებიან მხოლოდ ის ბავშვები, ვისაც დარჩენა უნდა"- ამის შესახებ, ნინოწმინდის პანსიონის ახლადდანიშნულმა დირექტორმა, ბოდბელმა...

შესაძლოა, პირადი თვისებებიდან გამომდინარე დაინიშნა – ჯაღმაიძე მეუფე იაკობზე

"შესაძლოა, პირადი თვისებებიდან გამომდინარე დაინიშნა"- საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ მეუფე იაკობი...

მეუფე იაკობი აცხადებს, პანსიონში სახალხო დამცველის შეშვებაზე საუბარი ჯერ ადრეა

ნინოწმინდის პანსიონის ახლადდანიშნულმა დირექტორმა, ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ადრეა ჯერ...

ნინოწმინდის პანსიონს მეუფე იაკობი უხელმძღვანელებს

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას, საპატრიარქოს პრესმდივანი მამა...

მთავრობას კოვიდშეზღუდვების დაწესების უფლება 2022 წლამდე გაუხანგრძლივდება

მთავრობას კოვიდშეზღუდვების ერთპიროვნულად დაწესების უფლება 2022 წლის 1 იანვრამდე გაუხანგრძლივდება. ამის შესახებ, პარლამენტში, უკვე...

სასამართლო არ გვაქვს – ყოფილი პროკურორი

"შეგვიძლია ვთქვათ, რომ სასამართლო დღეს არ გვაქვს"-ამის შესახებ, ყოფილი პროკურორი, ზაზა დათუკიშვილი ტელეკომპანია "ფორმულას" ...

წამოძახებით, “მაშინ რატომ ვერ გააკეთე”, კომპლექსს ვერ გამიჩენენ – გახარია

"წამოძახებით, "მაშინ რატომ ვერ გააკეთე", კომპლექსს ვერ გამიჩენენ"-  ამის შესახებ, ყოფილმა პერმიერმა, გიორგი გახარიამ...

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმარს საიდუმლოდ ესტუმრა

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმართან მოულოდნელი ვიზიტისას შენიშნეს. 46 წლის მსახიობი მის პირველ ქმარს, 48 წლის ჯონი ლი მილერს ნიუ იორკში ესტუმრა. ჯოლი ნიუ იორკში ბავშვებთან...

კოვიდგადატანილებში იმუნიტეტი შესაძლოა მთელი ცხოვრება გაგრძელდეს – მეცნიერების ახალი დასკვნა

ადამიანებს, რომლებმაც Covid-19 გადაიტანეს კორონავირუსის მიმართ მდგრადი იმუნიტეტი უყალიბდებათ, რომელმაც შეიძლება პაციენტი განმეორებითი დაინფიცირებისგან ათწლეულების მანძილზე დაიცვას. თანაც იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაავადება შედარებით...

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმარს საიდუმლოდ ესტუმრა

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმართან მოულოდნელი ვიზიტისას შენიშნეს. 46 წლის მსახიობი მის პირველ ქმარს, 48 წლის ჯონი ლი მილერს ნიუ იორკში ესტუმრა. ჯოლი ნიუ იორკში ბავშვებთან...