მთავრობა დამატებით შეზღუდვებს არ აწესებს, კომენდანტის საათს ძალაში ტოვებს

საკოორდინაციო საბჭო დამატებით შეზღუდვებს არ აწესებს, თუმცა კომენდანტის საათს კვლავ ძალაში ტოვებს. გარდა ამისა, საბჭო მოუწოდებს საჯარო და კერძო სექტორს, მაქსიმალურად დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ.

“მკაცრი შეზღუდვების თავიდან აცილებისა და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმების თავიდან აცილების მიზნით კვლავ ნარჩუნდება გადაადგილების შეზღუდვა 21:00-დან 05:00-მდე, ასევე ძალაში რჩება შაბათ-კვირას კვების ობიექტებთან მოქმედი შეზღუდვა, რაც გულისხმობს, რომ მუშაობს მხოლოდ გატანის სერვისი.

როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ და მივმართავთ რეკომენდაციით, მაქსიმალურად გადავიდნენ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე”,– განაცხადა უწყებათაშორისი საბჭოს ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.

მისივე თქმით, მაქსიმალურად გამკაცრდება იზოლაციაში მყოფი პირების, მათი კონტაქტების და ქვეყანაში შემომსვლელების თვითიზოლაციის კონტროლი, ასევე, საზღვარზე შემოსული პირების PCR კვლევის ჩატარების მონიტორინგი 72 საათის გასვლის შემდეგ.

“კიდევ უფრო გაკონტროლდება პირბადის სწორად მოხმარება და დისტანციის დაცვა, ასევე, ხალხმრავალი შეკრებები, მათ შორის სოციალური ღონისძიებები, რომელთა გამართვა მთავრობის დადგენილებით აკრძალულია”, – აღნიშნა ღიბრაძემ ბრიფინგზე.

საკოორდინაციო საბჭო მოუწოდებს ხანდაზმულებს, სახლში დარჩნენ.

ნაციონალური მოძრაობის არცერთი კანდიდატი არ უნდა იყოს არცერთ თანამდებობაზე არასდროს – ალეკო ელისაშვილი

ნაციონალური მოძრაობის არცერთი კანდიდატი არ უნდა იყოს თბილისის მერი და არცერთ თანამდებობაზე არასდროს -...

26 წლის გოგოს გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

საქართველოს პროკურატურამ გაუპატიურების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა...

ამჟამად არის 100 000 დოზა, დამატებითი 500 000 დოზა ივნისში შემოვა – გამყრელიძე სინოფარმზე

"ამჟამად არის 100 000 დოზა, დამატებითი 500 000 დოზა ივნისში შემოვა"- ამის შესახებ, დაავადებათა ...

ვეტოს უფლების გამოყენების შეეშინდა – ვაშაძე პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე

"ვეტოს უფლების გამოყენების შეეშინდა " - ასე გამოეხმაურა, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე პრეზიდენტის მიერ...

იმედგაცრუებული ვართ – სამადაშვილი პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე

იმედგაცრუებული ვართ, რომ ვეტოს უფლება გამოყენებული არ იქნა, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“...

მან “ქართულ ოცნებას“ ბოლო შანსი მისცა – იოსელიანი ზურაბიშვილზე

სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადება “ქართული ოცნების“ მიმართ ბოლო გაფრთხილება იყო, მან “ქართულ ოცნებას“ ბოლო...

ეს არის შეურაცხმყოფელი საზოგადოებისთვის, უტიფრობის დემონსტრირება – ბოკერია ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაზე

"ეს არის შეურაცხმყოფელი საზოგადოებისთვის, უტიფრობის დემონსტრირება"- ასე აფასებს, "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია, სალომე...

პრეზიდენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს ვეტო არ დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს ვეტო არ დაადო. აღნიშნული გადაწყვეტილება...

იშვიათი მოვლენა: ქალმა 9 ბავშვი გააჩინა, რომელთაგან ყველა გადარჩა

მალიში მცხოვრებმა 25 წლის ქალმა 9 ბავშვი გააჩინა. არადა ფეხმძიმობისას ექოსკოპიაზე ექიმებმა მხოლოდ 7 ბავშვი შეამჩნიეს. ჰალიმა სისეს მშობიარობა მაროკოში, სპეციალურ კლინიკაში შედგა, სადაც ის...

აშშ–ში მენთოლიანი და არომატიზირებული სიგარეტის აკრძალვას გეგმავენ

აშშ–ს კვების პროდუქტებისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში მენთოლიანი და არომატიზირებული სიგარეტების წარმოებას და გაყიდვას მთლიანად აკრძალავს. ამ პროდუქციის ძირითადი მომხმარებლები...

გოგო ალბინიზმით ჩინური თავშესაფრიდან Vogue-ს მოდელი გახდა. ნახეთ მისი ისტორია

სიუელი ბავშვობისას მშობლებმა ბავშვთა სახლის კართან დატოვეს. ჩინეთში ზოგიერთი ალბინიზმს წყევლად თვლის. ამ იშვიათ  გენეტიკურ მოვლენას იმ პიგმენტის სრული ან ნაწილობრივი არქონა ახასიათებს, რომელიც კანს...