მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც 15:00 საათზე საპროტესტო უნდა დაიწყოს, სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები არიან მობილიზებული. ისინი ტერიტორიაზე სპეციალური ეკიპირებით მოვიდნენ და კანცელარიის შენობის უკანა პერიმეტრზე იმყოფებიან.
ცნობისთვის, მას შემდეგ რაც, დღეს 23 თებერვალს “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში სპეცრაზმი შეიჭრა და ენმ-ს ლიდერი, ნიკა მელია დააკავეს, ოპოზიციამ 15:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დააანონსა.