„ამას ნებისმიერი ნორმალური მთავრობა ეწინააღმდეგებოდა წარსულში და უნდა ეწინააღმდეგებოდეს კიდეც მომავალში. აფხაზეთში მომხდარი ამბავი იყო არა ეთნიკური კონფლიქტი, არამედ სხვადასხვა თემებს შორის ადგილზე არსებული გარკვეული სერიოზული პრობლემების გამოყენება ჩვენი მტრის მხრიდან, რომელმაც დააორგანიზა სამხედრო ინტერვენცია რუსული შეიარაღებული ძალებისა და მათ მიერ შექმნილი კრიმინალური სტრუქტურების დახმარებით, ვინც შემდგომში მოაწყო გენოციდი აფხაზეთში.
როდესაც ჩვენივე მთავრობა დღესაც კი, როცა დაგვიანებით, მაგრამ ძლივს საერთაშორისო თანამეგობრობის აზრი სწორი მიმართულებით შეიცვალა რუსეთთან დაკავშირებით, ისევ იმეორებს იმ ნარატივს, რომელიც მტერმა მოგვახვია თავზე 90-იან წლებში, ამას ჰქვია სწორედ ჩვენი ეროვნული ინტერესების ღალატი.[…]
ეს არის საჭირო პრაგმატულად და მორალურად, რათა წინ წაიწიოს საქართველოს ინტერესი ტერიტორიული მთლიანობისა და ისტორიული სამართლიანობის აღდგენის შესახებ იმ დანაშაულებთან მიმართებით, რომლებიც აფხაზეთში ჩაიდინეს რუსებმა. ამის მაგივრად აქცენტი კეთდება აფხაზ თანამოქალაქეებთან დიალოგზე და პირდაპირი ტექსტით წერია, რომ ამაშია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გასაღები.
ეს არის სიცრუე, არა ერთადერთი, თუმცა მთავარი პრობლემა იყო, არის და იქნება რუსეთის ფაქტორი, სანამ ის არ განეიტრალდება. გენოციდი მოაწყო რუსეთმა, იქ სხვა სახელმწიფო არ არსებობდა, ვინც ამას დააორგანიზებდა მისი სპეცსამსახურების თუ რეგულარული არმიის ნაწილების მხრიდან. დღეს ეს ტერიტორია ოკუპირებული აქვს რუსეთს, ის რეჟიმიც სოხუმშია, არის მარიონეტული.
ყველა ვინც, ამის საწინააღმდეგო აქცენტს აკეთებს პირდაპირ ან ირიბად, საქართველოს ინტერესებს მტრობს და ეს განცხადება არის ამის საბუთი. სწორედ ის იგულისხმება გარუსების პოლიტიკაში, როდესაც მტრის ნარატივს, რაც მას აწყობს, იმას იმეორებ. ამის საპასუხოდ, ყველას მოგიწოდებთ, 28 მაისს „ევროპული საქართველოსა“ და მისი პარტნიორების მიერ გარუსების პოლიტიკის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციაზე მოხვიდეთ“,
აცხადებს „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, განცხადებაში საერთოდ არ არის ნახსენები რუსული ოკუპაცია, “სწორედ ეს არის გარუსების პოლიტიკა და ეროვნული ინტერესების ღალატი”.