“მივხვდით, რომ მზად არ ვართ“–რატომ მიმართა ხელისუფლებამ ნატოს დახმარებისთვის

რატომ არ მიმართა ხელიუფლებამ ნატოს სამედიცინო აღჭურვილობის დახმარების თხოვნით თავის დროზე, თუ  კორონავირუსთან წინააღმდეგ ბრძოლისთვის გეგმა ერთი თვის წინ ჰქონდა შემუშავებული. ჯანდაცვის ექსპერტები ამბობენ, რომ სახელმწიფო იოლი შემთხვევებისთვის იყო მზად და სამედიცინო აღჭურვილობა კრიტიკულ ფაზაში სწორედ ამიტომ მოითხოვა.

როგორც ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში სერგო ჩიხლაძე აცხადებს, შესაძლოა, ისე მოხდეს, როგორც სწრაფი ტესტების შემთხვევაში იყო და მთვრობა დახმარების გარეშე დარჩეს.

„ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება, რომ რატომ ახლა ახლა მოთხოვნა, როდესაც მთავრობისგან ვისმენთ, რომ იგივე მოდელირება და სცენარები ერთი თვის წინ მუშავდებოდა. მოვისმინეთ ჯანდაცვის მინისტრის ნათქვამი, რომ მარაგები შეივსება და ამის პრობლემა არ არის.  დღეს ვნახეთ დოკუმენტი, რომ ის ითხოვს და ისე არ მოხდეს, როგორც ტესტებთნ დაკავშირეით იყო, მხოლოდ ერთ მომწოდებელთან დამყარებული ურთიერტობა, რომელიც ჩაფლავდა და დღესაც ტესტირების გარეშე ვართ“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში ვატო სურგულაძე კი მიიჩნევს, რომ რისკ-მენეჯმენტის ელემენტები გაჩნდა.

„მაინც რისკ-მენეჯმენტის ელემენტები გაჩნდა. მივხვდით, რომ მზად არ ვართ და სასწრაფოდ უნდა ვიშოვნოთ, ხელსაწყები, გენერატორები, საავადმყოფოები და რაც წერია იმ მოთხოვნაში“, – აცხადებს სურგულაძე.

რაც შეეხება ხელისუფლებას, თბილისის მერის თქმით, ზოგადად, მსოფლიოში გაჩნდა დამცავი საშუალებებზე პრობლემები და ქვეყანა ცდილობს მზად შეხვდეს მომავალში არსებულ გამოწვევებს.

„მაქსიმალურად მზადყოფნა რომ იყოს. იცით, რომ შიდა გადაცემა დაწყებულია. ზოგადად, მსოფლიოში პრობლემაა დამცავი საშუალებების მიმარტლებით – პირბადეების, ხსნარების და ა.შ. და გვინდა, რომ მზად ვიყოთ“, – განაცხადა კალაძემ.

საქართველოს მთავრობა ნატოსგან საველე და სამედიცინო ბანაკებს, 2500 საწოლს, 190 ათას დამცავ ნიღაბს, 26 ათასი რესპირატოს, 20 500 ერთჯერად დამცავ ბიოკომბინიზონსა და კიდევ არაერთ აღჭურვილობას ითხოვს. სამედიცინო მარაგის ნაწილი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციების სამსახურისთვის არის გათვალისწინებული.