მიზანი მოლაპარაკების ჩაშლაა, არ ვაპირებთ რადიკალიზაციაში ჩაყოლას – მდინარაძე ფარულ ჩანაწერებზე

რას აკეთებს “ის’’, ვისაც შეთანხმების გაგონებაც არ უნდა – შავი არქივიდან იღებს ძველ ფარულ ჩანაწერებს, ჩეხავს, ამონტაჟებს, ცვლის კონტექსტს, შინაარსს და ამ გაყალბებული რეალობით ხელახლა ცდილობს ხალხის გაბრაზებას, რადგან წინა რამდენიმე მცდელობამ არ გაამართლა, – ამის შესახებ “ფეისბუქის“ გვერდზე ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე წერს.

“ოპოზიციამ ბუნებრივია იცოდა, რომ გუშინ ქვეყნდებოდა ეუთო/ოდირის საბოლოო და ძალიან პოზიტიური დასკვნა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ.

იციან, რომ მათი მხრიდანაც გადმოსადგმელია ერთი კომპრომისული ნაბიჯი მაინც. მათი ნაწილი განიხილავს კიდეც ასეთი წინადადების უახლოეს დღეებში დაყენებას.

და რას აკეთებს “ის’’, ვისაც შეთანხმების გაგონებაც არ უნდა – შავი არქივიდან იღებს ძველ ფარულ ჩანაწერებს, ჩეხავს, ამონტაჟებს, ცვლის კონტექსტს, შინაარსს და ამ გაყალბებული რეალობით ხელახლა ცდილობს ხალხის გაბრაზებას, – რადგან წინა რამდენიმე მცდელობამ არ გაამართლა.

სახელი: საინფორმაციო ტერორი საბჭოთა, “კაგებეშნიკური” მეთოდებით საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ.

მიზანი: მოლაპარაკების ჩაშლა, რევანში, სახელმწიფოს ჩამოშლა და ხელისუფლების ხელში ჩაგდება.

შედეგი: მორიგი წარუმატებელი მცდელობა.

P.S. ამის მიუხედავად (ქვეყნის, საზოგადოების ინტერესებიდან და ჩვენი დასავლელი პარტნიორების მკაფიო პოზიციიდან გამომდინარე, რომელსაც ძალიან ვაფასებთ), არ ვაპირებთ რადიკალიზაციაში ჩაყოლას.

მოლაპარაკების მაგიდასთან ველით მათ თუნდაც ერთ კომპრომისულ წინადადებას.

ქვეყანა აგრძელებს სტაბილურ, დემოკრატიულ განვითარებას და სწრაფვას ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისაკენ. ამას წინ ვერანაირი “კარგად გადაფუთული” ტყუილები ვერ დაუდგება!”, – წერს მამუკა მდინარაძე “ფეისბუქზე“.

ხევსურეთში ადიდებულმა მდინარემ ხიდები წაიღო. ადგილობრივები და ტურისტები იზოლაციაში აღმოჩნდნენ

ხევსურეთში, ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე როშკისწყალზე არსებული ხიდები წყალმა წაიღო. შედეგად სოფელი როშკა გარესამყაროსგან...

ხელისუფლების მიზანია დაელოდოს პროტესტის განლევას და ისევ გაგვაცუროს და “გადაგვაგდოს”-ლაშა ბუღაძე

მწერალი ლაშა ბუღაძე თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლების მიზანი ამ ეტაპზე დროის გაყვანა და პროტესტის...

ჩვენ ისევ ერთიანები ვართ. ეს არის ჩვენი მესიჯი პუტინისთვის –გერმანიის კანცლერი

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, რომელიც დღეს გერმანიაში, ბავარიაში დიდი შვიდეულის სამიტს მასიპნძლობს, ამბობს, რომ...

14 რუსული რაკეტა კიევის ოლქში – ერთი რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა

26 ივნისის დილით კიევის შევჩენკოს რაიონში აფეთქებების სერია მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია კიევის მერმა,...

არ ვატარებთ „ღირსების მარშს“, ყველა ღონისძიება დახურულ სივრცეში ტარდება-თბილისი პრაიდი

მოვითხოვთ მთავრობამ საჯაროდ და მკაფიოდ განაცხოს, რომ დაიცავს „თბილისი პრაიდის“ კვირეულის სამივე ღონისძიებას და...

რუსეთი მალე ომის წარმოების შესაძლებლობებს ამოწურავს–The Washington Post ექსპერტების პროგნოზების შესახებ

გამოცემა The Washington Post  აქვეყნებს სტატიას, რომელშიც დასავლელი ექსპერტების და ჩინოვნიკების პროგნოზებია მოყვანილი უკრაინაში...

HIMARS-ის საშუალებით უკრაინელებმა დონბასში რუსების ორი სამეთაურო პუნქტი გაანადგურეს(ფოტო,ვიდეო)

24 საათის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში რუსი ოკუპანტების ორ სამეთაურო პუნქტზე მიიტანეს შეტევა...

აშშ–ს სპეცოპერაციების ძალები უკრაინისთვის საიდუმლო ოპერაციას ატარებენ –The New York Times

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მეხუთე თვეს დამოუკიდებელი უკრაინის ტერიტორიაზე აშშ–ს სპეცოპერაციების ძალები უკრაინისთვის საიდუმლო ოპერაციას...

“პრეზიდენტზე ზეწოლა მისი ოჯახის მეშვეობით შესაძლებელია“–ელენა ზელენსკას ინტერვიუ

უკრაინაში რუსეთის ფართომაშტაბიანი შეჭრის შემდეგ ელენა ზელესკას შვილებთან, ალესანდრასთან და კირილთან ერთად უკრაინის ტერიტორია არ დაუტოვებია, თუმცა რეგულარულად იცვლიდა ადგილს უსაფრთხოების მიზნით. ამის შესახებ...

ლუდმა შეიძლება ნაწლავების მუშაობა გააუმჯობესოს – მეცნიერების ახალი კვლევა

ითვლება, რომ მიკრობული მრავალფეროვნება ადამიანის ნაწლავებში თავად ნაწლავების ჯანმრთელობის საფუძველია. ახალი კვლევა ვარაუდობს, რომ ლუდის ზომიერი მოხმარება შეიძლება დადებითად მოქმედებდეს ამ მრავალფეროვნების შენარჩუნებაზე. ამასთან,...

ერთი სიგარეტის კოლოფიც კი არ მახსოვს ივანიშვილისგან–თემურ თათარაშვილს ლანძღვა მობეზრდა და ოცნების აქტიურ მხარდაჭერას აღარ აპირებს

მომღერალ თემურ თათარაშვილს ოცნების ღია მხარდაჭერას აღარ აპირებს. ამის შესახებ მომღერალი ფეისბუქზე წერს. ის ამბობს, რომ ოცნების მხარდაჭერის გამო თავდასხმების მსხვერპლია: "ბევრი ვიფიქრე მეგობრებო და...