ერთ–ერთი მთავარი მიზეზი,რის გამოც ადამიანები წონაში ვერ იკლებენ – ახალი კვლევა

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ცუდი ძილი შეიძლება წონის დაკლებას და მის შენარჩუნებას უშლიდეს ხელს. კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ადამიანები, რომლებიც დიეტაზე არიან უფრო ძნელად იკლებენ წონაში და დაკლებული წონის შენარჩუნება უჭირთ,  თუ ხარისხიანად გამოძინებას ვერ ახერხებენ, წერს Study Finds.

ამასთან, ექსპერტებმა დაადგინეს, რომ თავის მხრივ, ძილის ხარისხს აუმჯობესებს კვირაში 2 საათი აქტიური ფიზიკური ვარჯიში.

“საოცარი იყო იმის დაკვირვება, როგორ აუმჯობესებს ფიზიკური ვარჯიში და წონის კლება ჭარბწონიან ადამიანებში ძილის ხანგრძლივობას და ხარისხს მოკლე დროში. საინტერესოა, რომ ზრდასრული ადამიანები, რომლებსაც წონის დაკლების შემდეგ ცუდად ან არასაკმარისად ძინავთ, უფრო ძნელად ინარჩუნებენ წონას ვიდრე ისინი, ვისაც საკმარისად ძინავთ“– ამბობს კვლევის წამყვანი ავტორი ადრიან ბოგი.

წინა კვლევებმა აჩვენა, რომ ცუდმა ძილმა შეიძლება გაზარდოს ათეროსკლეროზით დაავადების, სისხლის მაღალი წნევის და ქოლესტერინის მაღალი დონის რისკი. უძილობა ასევე ხელს უწყობს გასუქებას, დიაბეტს და ანთებებს, რამაც შეიძლება გულ–სისხლძარღვთა დაავადებები დაამძიმოს.

ბოლო კვლევა დამატებითი მტკიცებულებაა იმისა, რომ ცუდი ძილი ასევე მთავარი მიზეზია, რომლის გამოც ადამიანები წონაში კლების შემდეგ ისევ იმატებენ წონაში.

მეცნიერების ექსპერიმენტში 195 ზრდასრული დანიელი მონაწილეობდა 18–65 წლის ასაკში, რომელთა სხეულის მასის ინდექსი 32–43–ის დიაპაზონში იყო. მონაწილეები ძალიან დაბალკალორიულ დიეტას იცავდნენ (დღეში 800 კკალორია) 8 კვირის განმავლობაში და საშუალოდ საკუთარი წონის 12% დაკარგეს.

მკვლევარებმა შემთხვევითობით გაანაწილეს მონაწილეთა ჯგუფები. ისინი ფიზიკურ ვარჯიშებს ასრულებდნენ, ყოველდღიურად იღებდნენ გასახდომ პრეპარატებს, ასევე პლაცებოს. შემდეგ მეცნიერები მონაწილეებს ერთი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ.

სპეციალისტები ძილის ხანგრძლივობას  ზომავდნენ, რისთვისაც აქსელერომეტრების მონაცემებს იყენებდნენ, რომლებსაც კვლევის მონაწილეები დიეტამდე და დიეტის შემდეგ თან ატარებდნენ, ასევე დაკვირვების 13, 26 და 52–ე კვირების შემდეგ. საკუთარი ძილის ხარისხს კვლევის მონაწილეები თვითონვე აფასებდნენ სპეციალური ანკეტის საშუალებით  0–დან 21 ქულამდე.

კვლევის ავტორებმა დიეტაზე მყოფები მათი ძილის საშუალო ხანგრძლივობის (6 საათზე ნაკლები და 6 საათზე მეტი ღამეში) და ძილის ხარისხის (5 ბალზე ნაკლები ან მეტი) მიხედვით დააჯგუფეს, რათა გამოევლინათ კავშირი წონის მატებასთან.

შედეგებმა აჩვენეს, რომ დიეტის შემდეგ ძილის ხარისხი და ხანგრძლივობა ყველა მონაწილეს გაუუმჯობესდა. თუმცა, ერთი წლის შემდეგ ჯგუფი, რომელიც ფიზიკურ ვარჯიშს განაგრძობდა, შედეგებს ინარჩუნებდა, მაშინ, როცა დანარჩენები საშუალოდ ერთი ბალით დაქვეითდნენ.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ მათ, ვისაც ღამეში საშუალოდ 6 საათზე ნაკლები ეძინა, სხეულის მასის ინდექსი 1.3–ით მეტად გაეზარდათ, ვიდრე კვლევის იმ მონაწილეებს, ვისაც 6 საათზე მეტი ეძინათ.

“ის ფაქტი, რომ ხარისხიანი ძილი ასე ძლიერ უკავშირდება წონის შენარჩუნებას, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბევრი ჩვენგანი არასაკმარის დროს უთმობს ძილს, რომელიც აუცილებელია კარგი ჯანმრთელობისა და ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის“– ამბობს კვლევის თანაავტორი პროფესორი სიგნე ტორეკოვი.

მე-3 თვეა ასობით რუსი ჯარიკაცის გვამს მაცივარ-ვაგონებში ვინახავთ – უკრზალიზნიცია

უკრაინის სახელმწიფო სარკინიგზო კომპანია "უკრზალიზნიცია" აცხადებს, რომ მე-3 თვეა ასობით რუსი ჯარისკაცის ცხედარს მაცივარ-ვაგონებში...

ცეცხლის შეწყვეტა შეუძლებელია რუსული ჯარების სრულად გაყვანამდე – პოდოლიაკი

"ნუ შემოგთავაზებთ ცეცხლის შეწყვეტას - ეს შეუძლებელია რუსული ჯარების სრული გაყვანის გარეშე. უკრაინული საზოგადოება...

უკრაინამ კურსკის ოლქის დასახლება დაბომბა, არის მსხვერპლი – რუსეთი

კურსკის ოლქის გუბერნატორი რომან სტაროვოიტი ამტკიცებს, რომ გამთენიისას უკრაინამ დაბობმა რუსეთ-უკრაინის საზღვართან მდებარე დასახლება...

აზოვსტალი უკრაინელი მებრძოლების ნახევარზე მეტმა დატოვა – პუშილინი

ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მარიონეტი ლიდერი აცხადებს, რომ აზოვსტალის ქარხანა უკრაინელი მებრძოლების ნახევარზე მეტმა...

აბაშიძეს საკმაოდ ხშირად ვუკავშირდები – გრიგორი კარასინი

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ ხშირი კომუნიკაცია აქვს...

გერმანია ყოფილ კანცლერს რუსეთთან ურთიერთობის გამო ოფიციალურ პრივილეგიებს ჩამოართმევს

გერმანიის სამი მმართველი პარტია გეგმავს ყოფილ კანცლერ გერჰარდ შროდერს ჩამოართვას ოფიციალური პრივილეგიები და შტატის...

რუსეთი მეთაურებს ათავისუფლებს, ინიციატივის დაბრუნება გაუჭირდება – ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, ბოლო კვირებში რუსეთმა გაათავისუფლა უფროსი მეთაურები, რომლებიც ცუდად ასრულებდნენ უკრაინაში...

რუსეთის სამხედრო დანაკარგები ომის დაწყებიდან 85-ე დღეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის სამხედრო დანაკარგებზე განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს. უწყების ცნობით, ომის დაწყებიდან 85...

უსახლკარო მილიარდერი– აბრამოვიჩს სახლი პორტუგალიაშიც დაუპატიმრეს

პორტუგალიის ხელისუფლებამ რუსი მილიარდერის, რომან აბრამოვიჩის სახლი დააპატიმრა, რომლის ღირებულება 10 მილიონი ევროა. ამის შესახებ გაზეთი Público წერს. სახლი ალგრავის რეგიონში, ქალაქ კინტა–დუ–ლაგუში, პორტუგალიის სამხრეთით...

ერთ–ერთი მთავარი მიზეზი,რის გამოც ადამიანები წონაში ვერ იკლებენ – ახალი კვლევა

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ცუდი ძილი შეიძლება წონის დაკლებას და მის შენარჩუნებას უშლიდეს ხელს. კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ადამიანები, რომლებიც დიეტაზე არიან უფრო...

“ბარემ ზელენსკის “ოსკარი“ მიეცით და მუხლი მოიყარეთ უკრაინის წინაშე“–თინა კანდელაკი ევროვიზიაზე უკრაინის გამარჯვებით აღშფოთებულია

ერთ–ერთი რუსი პროპაგანდისტი, რუსული გაზპრომ მედიას დირექტორის მოადგილე, თინა კანდელაკი უკმაყოფილოა იმის გამო, რომ უკრაინულმა ჯგუფმა Kalush Orchestra–მ ევროვიზია 2022–ის ფინალში გამარჯვება მოიპოვა. ამის...