გუშინ დავამტკიცეთ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა, რომელიც გათვალისწინებულია 12 რეკომენდაციით. ასევე, პარტიასთან, პარლამენტთან ერთად შევთანხმდით, რომ მომავალ კვირაში ყველა ის პუნქტი, რომელზეც საუბარი გვქონდა ბატონ ბორელთან და მის გუნდთან, ევროკომისიასთან, ყველა ამ პუნქტზე ექნება ჩვენს გუნდს, მმართველ პარტიას რეაგირება. მაქსიმუმს გავაკეთებთ, იმ კვირაში ეს პროცესიც ჩაიხურება, ვფიქრობ, მაქსიმუმ თვის ბოლომდე.

ჩვენი მხრიდან ყველაფერი იქნება გაკეთებული, ამიტომ, მიზეზი არ არსებობს და აღარ იარსებებს, თუ რატომ არ უნდა მიიღოს სტატუსი ქვეყანამ, ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა და ძალიან დიდი უსამართლობა, რომელსაც ჩვენ არ შევეგუებით.

საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, მითუმეტეს, იმ ქვეყნებთან შედარებით – უკრაინა, მოლდოვა… ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა ხდება ამ ქვეყნებში, ამიტომ ჩვენ არავის არ ვედრებით, მაგრამ ვითხოვთ დამსახურებულ სტატუსს, მითუმეტეს, იმ გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, რომელიც შექმნილია ჩვენს რეგიონში და ევროპის კონტინენტზე და იმ შედეგების, მიღწევების გათვალისწინებით, რომელსაც ჩვენმა გუნდმა მივაღწიეთ

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე.