მითი „დაცულ და ძლიერ“ რუსეთზე კიდევ ერთხელ განადგურდა – ბელგოროდის მახლობლად პრო-უკრაინული ძალები აგრძელებენ ოპერაციას

რუსეთის მოხალისეთა კორპუსი (RDK) და რუსული ლეგიონი აგრძელებენ ოპერაციას ბელგოროდის მახლობლად – მებრძოლებმა აღნიშნეს, რომ მითი „დაცული და ძლიერი“ რუსეთის შესახებ კიდევ ერთხელ განადგურდა.

ლეგიონმა „რუსეთის თავისუფლებამ“ და რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა გამოაცხადეს რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქის “განთავისუფლების” გახანგრძლივება. როგორც ლეგიონის განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთში ოპერაცია წარმატებით გრძელდება. დამპყრობლები პანიკაში არიან.

  • “ლეგიონი და RDK აგრძელებენ ბელგოროდის რეგიონის განთავისუფლებას! რუსეთის არმიამ ვერაფერი დაუპირისპირა პატრიოტ მოხალისეთა ჯგუფს, რომლებმაც იარაღი აიღეს და არ შეეშინდათ ღიად წასულიყვნენ მოსკოვის რეჟიმის წინააღმდეგ რუსეთის თავისუფალი მომავლისთვის.” – ნათქვამია განცხადებაში.

მებრძოლებმა აღნიშნეს, რომ მათ მოახერხეს კიდევ ერთხელ გაანადგურონ მითი იმის შესახებ, რომ რუსები უსაფრთხოდ არიან და რუსეთის ფედერაცია ძლიერია. ეს ყველაფერი ხელისუფლების მიერ შექმნილი ილუზია აღმოჩნდა.

  • “რუსეთის ფედერაციაში არ არის რეზერვები სამხედრო კრიზისებზე რეაგირებისთვის – ყველა სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, დაიჭრა ან უკრაინაშია. რუსეთის ფედერაცია აბსოლუტურად არ არის დაცული. ბელგოროდის რეგიონში პანიკაა, ნაწილობრივ არის ორგანიზებული ევაკუაცია“, – ნათქვამია განცხადებაში.

ოპერაცია ბელგოროდის მახლობლად

გუშინ პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგე რუსეთის მოქალაქეების შეიარაღებული რაზმები თავს დაესხნენ სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „გრეივორონს“ სუმისა და ბელგოროდის რეგიონების საზღვარზე. ამ მოვლენების ფონზე  უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსულმა მოხალისეთა კორპუსმა (РДК) და ლეგიონმა თავისუფალმა რუსეთმა გამოაცხადეს, რომ ისინი შევიდნენ რუსეთის ტერიტორიაზე. ინფორმაცია მათ საკუთარ ტელეგრამ-არხებზე გაავრცელეს. მათ მოახერხეს რუსეთის ტერიტორიაზე ღრმად შეღწევა და გრაივორონის რეგიონულ ცენტრთან მიახლოება, გზად კი პატარა სოფლების დაკავება.

მას შემდეგ, რაც რუსეთში, ბელგოროდის რეგიონის ტერიტორიაზე უკრაინის მხარდამჭერი შეიარაღებული ჯგუფები შევიდნენ, რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა ”კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი”  გამოაცხადა, რომელიც  სპეციალურ ზომებსა და დროებით შეზღუდვებს ითვალისწინებს, დაწყებული ფიზიკური პირების დოკუმენტების შემოწმებით და ორგანიზაციებისთვის მუშაობის უფლების შეჩერებით, რომლებიც ფეთქებადი, რადიოაქტიური, ქიმიურად და ბიოლოგიურად საშიშ ნივთიერებებს იყენებენ. რეგიონში, სადაც მოქმედებები მიმდინარეობდა, ევაკუაცია დაიწყეს.

დიდი ბრიტანეთს დაზვერვის სამსახურის განმარტებით, 2023 წლის 19-დან 22 მაისამდე რუსეთის უშიშროების ძალებსა და პარტიზანს შორის ბელგოროდის ოლქში, უკრაინის საზღვართან, სულ მცირე, სამ ადგილას მოხდა შეტაკება. ყველაზე დიდი შეტაკება ქალაქ გრეივორონთან მოხდა. რუსეთმა რამდენიმე სოფლის ევაკუაცია განახორციელა და უსაფრთხოების დამატებითი ძალები განათავსა.

უკრაინა მოვლენებში პირდაპირ ჩართულობას უარყოფს თუმცა აცხადებს რომ ბელგოროდის ოლქში განვითარებულ მოვლენებს დიდი ინტერესით აკვირდება.

რაც ენმ-დან წავიდა, ქოცების, POSTV-სა და იმედის რიტორიკით ალაპარაკდა – ხაბეიშვილი დეკანოიძეზე

"იცით, მე რაზე ვწუხვარ, ხატია დეკანოიძე ნაციონალური მოძრაობიდან რომ გავიდა, რიტორიკა შეცვალა და ზუსტად იმ რიტორიკით...

ხერსონის ოლქის 600 კვადრატული კილომეტრი დატბორილია – ადმინისტრაცია

ხერსონის რეგიონის სულ მცირე 600 კვადრატული კილომეტრი დაიტბორა- ინფორმაციას ამის შესახებ, რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია...

ფეიკია, რომ ანტიდასავლური რიტორიკა აქვს ხელისუფლებას – მდინარაძე

"ფეიკია, ამას საფუძველი აქვს, რომ ანტიდასავლური რიტორიკა აქვს ხელისუფლებას არის ფეიკი. ერთი კონკრეტული რიტორიკა...

ჰესს რუსეთი აკონტროლებდა, ნგრევაზე პასუხისმგებლები თავად არიან – თეთრი სახლი

"ჯერ კიდევ ვიკვლევთ რა მოხდა. უკრაინელებთან კონტაქტი ნამდვილად გვაქვს. ზიანი და განადგურება, რასაც ვხედავთ,...

პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ ესმის, რომ შეუძლებელი პროფესიონალიზმისა და დამოუკიდებლობის ერთმანეთისგან გამიჯვნა – პაპუაშვილი

„სამწუხაროდ, ეს ცესკო-სა და ეროვნული ბანკის მაგალითზე ვნახეთ, რომ პრეზიდენტი ამ ორგანოების სათანადო ფუნქციონირებას...

წყლის დონე ხერსონში, ყოველ ნახევარ საათში 1 ან 2 სანტიმეტრით მატულობს – პროკუდინი

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლექსანდრ პროკუდინი აცხადებს, რომ წყლის დონე ხერსონში, ყოველ ნახევარ...

რუსები დიდხანს ემზადებოდნენ კახოვკას ჰესის დასანგრევად – უკრაინის თავდაცვა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, ანდრეი იუსოვი აცხადებს რომ რუსები დიდხანს ემზადებოდნენ კახოვკას ჰესის დასანგრევად...

უამრავი ვიდეოებია, სადაც ჩანს, რომ ჩვენი დაკავების ბრძანებას იძლევა “ხარება” – ჯაფარიძე

''სხვადასხვა პოლიციელები მოიყვანეს, რომელთაც არანაირი შემხებლობა არ ჰქონიათ ჩვენთან, გარდა იმისა, რომ მერე მანქანით...

მეტეოროლოგები მსოფლიოს კიდევ ერთ ცხელ ზაფხულს უწინასწარმეტყველებენ. გამოქვეყნდა განახლებული 5 წლიანი პროგნოზი

ბოლო რვა წელი ყველაზე ცხელი იყო პლანეტის ისტორიაში, ევროპამ და ჩინეთმა კი გასულ წელს უპრეცედენტო ცხელი ზაფხული გადაიტანეს.  მეტეოროლოგები გვაფრთხილებენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია...

“იწვევს სუნთქვის ცენტრის დათრგუნვას და სიკვდილს” – ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე განცხადებას ავრცელებს

"ძალიან ბევრ ე.წ. კლუბურ ნარკოტიკში, რომლებიც ითვლება უსაფრთოხოდ, გარეულია "ფენტანილი". "ფენტანილი" კი იწვევს ზედოზირებას - სუნთქვის ცენტრის დათრგუნვას და სიკვდილს" - ამის შესახებ ნარკოლოგი...

„მე ისევ რუსი ვარ“: დეპარდიე ამბობს, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ არ შეცვლილა

მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ განაცხადა, რომ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ უკრაინაში შეჭრის შემდეგაც არ შეცვლილა. მისი თქმით, ის „ჯერ კიდევ რუსია“. ამის შესახებ ფრანგმა კულტურის...