საელჩოები საქართველოს მთავრობას „პრაიდზე“ მოწოდებას კიდევ ერთხელ უმეორებენ

მიიღონ ყველა შესაძლო ზომა ძალადობის აღსაკვეთად – საელჩოები საქართველოს მთავრობას „პრაიდზე“ მოწოდებას კიდევ ერთხელ უმეორებენ. განცხადება შედგენილია საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროკავშირის წარმომადგენლობის, ავსტრიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ბელგიის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, ესპანეთის, ისრაელის, კანადის, ნიდერლანდების სამეფოს, ნორვეგიის, საბერძნეთის, საფრანგეთის, ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიის, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოების, და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მიერ.

„მხარს ვუჭერთ ყველა ადამიანის თანასწორობასა და მათი უფლებების დაცვას, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ და ინტერსექს (ლგბტქი+) თემს და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას მშვიდობიანი შეკრების უფლება საქართველოში ყველა ადამიანისთვის, გამონაკლისის გარეშე და უზრუნველყოს ამ ღონისძიებების ჩატარება უსაფრთხო გარემოში.

საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს ყველა ადამიანის საჯაროდ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას. ეს მოიცავს ლგბტქი+ ადამიანების უფლებას, მოაწყონ მანიფესტაციები და სხვა საზოგადოებრივი ღონისძიებები, და მათ უფლებას, საჯაროდ ისაუბრონ თავიანთ პრობლემებზე და დაიცვან თავიანთი უფლებები. 2014 წლიდან, საქართველოს ნიშანდობლივი კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ [1] გამყარებულია კონსტიტუციაში გაწერილი თანასწორობის პრინციპით და კრძალავს დისკრიმინაციის ყველა ფორმას სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის და გამოხატვის საფუძველზე.

ყველა სახელმწიფო ვალდებულია, ხელი შეუწყოს და დაიცვას მშვიდობიანი შეკრების უფლების რეალიზაცია. ეს მოიცავს მოვალეობას, ხელი შეუწყონ შეკრებებს ორგანიზატორების სასურველ ადგილას და დაიცვან შეკრების ორგანიზატორები და მონაწილეები მათგან, ვისაც შეიძლება მათი უფლებების შელახვის მცდელობა ჰქონდეთ. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი ამტკიცებს, რომ დაუშვებელია ერთი ადამიანის უფლების გამოყენება მეორე ადამიანის უფლების დარღვევისთვის.

COVID-19 პანდემიამ გაამძაფრა სოციალური და ეკონომიკური გამყოფი ხაზები და გააღრმავა საქართველოში მრავალი ადამიანის მარგინალიზაცია და უჩინარობა. შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების განხორციელებას არსებითი მნიშვნელობა აქვს ადამიანებისთვის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ცხოვრებიდან გარიყულობის გადალახვის შესაძლებლობების გაძლიერებისთვის. საჯარო შეკრებები მოქმედი დემოკრატიის საფუძველია. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ წინა მოწოდებას საქართველოს მთავრობის, პოლიტიკური, სამოქალაქო და რელიგიური ლიდერების მისამართით, რომ შეებრძოლონ ყველანაირ დისკრიმინაციასა და ცრურწმენებს და მიიღონ ყველა შესაძლო ზომა ძალადობის აღსაკვეთად და პატივისცემასა და თანაგრძნობაზე დაფუძნებული საჯარო დისკურსის გასამართად.

ჩვენ ერთად ვდგავართ ყველას თავისუფლებისა და თანასწორობის უფლების დასაცავად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სალომე კენჭიაშვილი უარს ამბობს გიორგი კეკელიძის შეთავაზებულ სტიპენდიაზე

"რუსული კანონის წინააღმდეგ" 8-9 მარტის აქციების მონაწილე სალომე კენჭიაშვილი, რომელიც საზოგადოებამ "წყლის ჭავლთან მოცეკვავე...

საცოდაობას, სახელად ირაკლი ღარიბაშვილს… – ნიკა გვარამიას პასუხი პრემიერს

"საცოდაობას, სახელად ირაკლი ღარიბაშვილს, შევახსენებ, რომ ტელეკომპანია იმედის ან ნებისმიერ სხვა საქმეში ჩემი დადანაშაულება...

ვირთხები, გიენები და ქალაჩუნები არიან – სანიკიძე “ოცნების” დეპუტატებზე

კარგად ვარ, არა მიშავს. ვირთხებისა და გიენების ხელში როგორ ვიქნები მათ ჩემი გამოსვლები...

გუბაზ სანიკიძემ საკუთარ დედაზე შეიწერა – კობახიძე

"რამდენჯერაც გუბაზ სანიკიძე გამოვა ასეთი განცხადებებით, მას ბრალი დასდეს რაში, თვითონაც იცის, 100,000 დოლარი...

“ღარიბაშვილების დღევანდელ ბოდვაზე…ვისაც გჯერათ, სულელები არ ხართ, უიმედო ყ**ეები ხართ” – ჯაფარიძე

"ღარიბაშვილების დღევანდელ ბოდვაზე რას ითხოვს ჩვენგან ევროპა (დასავლეთი): - კლანისგან და პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალ სასამართლოს - წესიერ...

”გავაცილოთ გერმანიის საგარეო მინისტრი ევროკავშირის დროშებით ” – მოქალაქეების ინიციატივა

მოქალაქეები ინიციატივის გამოდიან, რომ დღეს 19:30 საათზე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი, საქართველოდან...

ისინი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ფასიანი ლობისტები – ზარქუა ევროპარლამენტარებზე

„დიახ, ჩვენ გვინდა ევროკავშირი, ოღონდ ღირსებით. პირადად არ მგონია, ევროპარლამენტარების გარკვეული ნაწილი, კუბილიუსები, ფოტიგები,...

პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი ამ გადაწყვეტილებას არ უნდა იღებდეს – ხაბეიშვილი დეკანოიძის წასვლაზე

ხატიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო. შეიძლება, ძალიან არ მოგვწონდეს და არ გვინდოდეს, რომ როცა მთავარი...

შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში კიდევ ერთი ჟურნალისტი ამხელს

ტაბულას ჟურნალისტი მაკო ჯაბუა ფეისბუქზე იხსენებს რამდენიმე წლის წინანდელ ისტორიას, როცა სამსახურის დაწყების მიზნით შალვა რამიშვილთან ოფისში მივიდა. ჟურნალისტის თქმით შალვა რამიშვილის მხრიდან ის...

შოტლანდიელი მეცნიერები: დღეში 2 ლიტრი წყლის დალევის რეკომენდაცია შეცდომა იყო

შოტლანდიის აბერდინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რეკომენდაცია დღეში ორი ლიტრი წყლის მიღების შესახებ შეიძლება გადაჭარბებული იყოს. შოტლანდიელი მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ადამიანი  სითხის დღიური ნორმის დაახლოებით...

„მე ისევ რუსი ვარ“: დეპარდიე ამბობს, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ არ შეცვლილა

მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ განაცხადა, რომ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ უკრაინაში შეჭრის შემდეგაც არ შეცვლილა. მისი თქმით, ის „ჯერ კიდევ რუსია“. ამის შესახებ ფრანგმა კულტურის...