მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელს პატიმრობა შეეფარდა

ლევან ზურაბაშვილს, რომელიც წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციას თავს დაესხა და მძევლები აიყვანა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ მიიღო.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი მისი 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. პროკურორის განმარტებით, მის მიერ ჩადენილი დანაშაული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს მიეკუთვნება, შესაბამისად, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა გამოყენებულიყო.

ამასთან, პროკურორის თქმით, ბრალდებულის ქცევიდან გამომდინარე, დანიშნულია ფსიქიატრიული ექსპერტიზა. ადვოკატის განცხადებით კი, ზურაბაშვილს არავისთვის შეუქმნია საფრთხე. მას უნდოდა პროტესტი საჯაროდ გამოეხატა და მისი პოზიციის მოსასმენად ჟურნალისტები მისულიყვნენ. უფლებადამცველის თქმითვე, ზურაბაშვილი გამოძიებასთან ითანამშრომლებს. სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმაც.

ცნობისთვის, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 31 წლის ლევან ზურაბაშვილი შეიჭრა და 19 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელთან სამართალდამცავების მიერ რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, ბრალდებულმა მძევლად აყვანილი ადამიანები ეტაპობრივად გაათავისუფლა. ზურაბაშვილს საქართველოს პროკურატურამ მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ბრალი საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას. ბრალდებულის ქცევიდან გამომდინარე, საქმეზე დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც შეისწავლის მის ფსიქიკურ მდგომარეობას დანაშაულის ჩადენის დროს. დანაშაული, რომლის ჩადენასაც ზურაბაშვილს ედავებიან, 9-დან 14-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვაქცინაციისთვის საშიში ისინი არიან, ვინც თავის თავს ექსპერტს უწოდებენ – იმნაძე

დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ ვაქცინაცინაციისთვის ანტივაქსერებზე მეტად საშიში...

მესმის, რომ დასაჭერია, გეთანხმებით – გომელაური ბადრი ესებუაზე

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ბადრი ესებუაზე დასმულ კითხვას კიდევ ერთხელ პასუხობს და ამბობს,...

ამ ეტაპზე ფრენების განახლების კონკრეტულ თარიღზე საუბარი ნაადრევია – Wizz Air თურნავას განცხადებაზე

"ფრენების განახლების კონკრეტულ თარიღზე საუბარი ნაადრევია"-  უნგრული ავიაკომპანია, Wizz Air საქართველოდან ფრენების განახლებასთან დაკავშირებით...

შეიძლება ხელშეკრულების კორექტირება მოხდეს – თურნავა ნამახვანჰესზე

"შეიძლება ხელშეკრულების კორექტირება მოხდეს "- ამის შესახებ, ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. ცოტახნისწინ, ცაგერის...

ზარქუას აზრით, წიწაკის სპრეის მეშვეობით მელიას დაკავება გომელაურის პროფესიონალიზმზე მიუთითებს

ოცნების დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების "საპოლიცო ღონისძიებისთვის" შს მინისტრი, ვახტანგ...

რა უთხრა წულუკიანმა გახარიას თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ

ქართული ოცნების დეპუტატი თეა წულუკიანი ამბობს, რომ გახარიას გადადგომა ქართული ოცნებისთვის საზიანოა. მისი განცხადებით,...

“რეიტინგის კლების გამო” რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზაცია გამოცხადდა

რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზაცია გამოცხადდა. დოკუმენტში, რომელიც "ტაბულამ" გაავრცელამ, პაატა სალიას წერს, რომ ამის...

გიორგი ვაშაძე ელენე ხოშტარიასთან და ლელოსთან გაერთიანებას არ გამორიცხავს

დღეს საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა მანიფესტს მოაწერეს ხელი. მანიფესტით ისინი ხელისუფლებისგან 5 მოთხოვნის...

სხვა სიახლეები

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

ჯანმრთელობა

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო