მინაშვილის თქმით, ენმ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი აკაკი მინაშვილი, აცხადებს რომ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტს, პარტია ხელს არ მოაწერს. მინაშვილი აცხადებს, რომ დოკუმენტში, “ბევრი სუსტი წერტილია” და პოლიტიკური პატიმრების გამოშვების თემა ბუნდოვანია

„ამ ვერსიით, რაც წარმოდგენილია, ჩვენ დოკუმენტს ხელს არ ვაწერთ შემდეგი მიზეზებით: ბუნდოვანია პოლიტიკური პატიმრების გამოშვების თემა. აქ საუბარია გირაოზე და თქვენ კარგად იცით ნიკა მელიას პოზიცია ამასთან დაკავშირებით. ასევე, საუბარია ამნისტიაზე საკმაოდ ფართო გაგებით და მოიცავს იმ ადამიანებს, საჯარო მოხელეებს, რომლებმაც ძალის გამოყენებით ზიანი მიაყენეს რუსეთის წინააღმდეგ პროტესტის გამომხატველ ჩვენს მოქალაქეებს. ასეთ ამნისტიაში მონაწილეობას ვერ მივიღებთ. სუსტი წერტილებია თუნდაც ის, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კიდევ 2 წელი რჩება პოზიციაზე. გაურკვეველია როდის ხდება საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება. გენერალური პროკურორი ისევ უნდა დარჩეს, საუბარი არაა ახალ მოსამართლეებზე, რაც ნიშნავს, რომ რეალური ცვლილებები ვერ განხორციელდება.ის შემოთავაზება, რაც ეხება ვადამდელ არჩევნებს, ესაა არასწორი მიდგომა, რადგან თვითმმართველობის და საპარლამენტო არჩევნები ერთმანეთისგან თვისობრივად განსხვავდება.

იმისთვის, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” დოკუმენტს ხელი მოაწეროს, მნიშვნელოვანია, რომ პარტიის თავმჯდომარე, რომელიც დაკავებულია პოლიტიკური ნიშნით, უპირობოდ გათავისუფლდეს და ამის მერე იხსნება შეთანხმებისთვის სივრცე. ასევე მკაფიო უნდა იყოს გიორგი რურუას გათავისუფლების მექანიზმები. სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და ადმინისტრაცია შემდეგი არჩევნებისთვის. საჭიროა სასამართლო რეფორმის სერიოზული ცვლილებები, ახალი მოსამართლეები და მათ შორის უცხოელებიც, თუ ჩვენ გვინდა გვქონდეს პოზიტიური დამოკიდებულება მართლმსაჯულების საკითხებზე. ასევე მნიშნელოვანია ვადამდელი არჩევნები. მსოფლიოში არავის გამოუგონია კრიზისების დაძლევის უკეთესი მექანიზმი, ვიდრე არჩევნებია. ესაა საუკეთესო გამოსავალი. მივცეთ მოქალაქეებს საშუალება ხმა მისცენ იმ პარტიას, ვის მიმართაც ნდობა აქვთ“,- განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

მეცნიერების გათვლებით კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რეალური მაჩვენებელი ოფიციალურს ორჯერ აღემატება

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, რომელიც საკუთარ გათვლებში სხვადასხვა ქვეყნების ოფიციალურ მონაცემებს იყენებს, კორონავირუსის პანდემიის...

ნაციონალური მოძრაობის არცერთი კანდიდატი არ უნდა იყოს არცერთ თანამდებობაზე არასდროს – ალეკო ელისაშვილი

ნაციონალური მოძრაობის არცერთი კანდიდატი არ უნდა იყოს თბილისის მერი და არცერთ თანამდებობაზე არასდროს -...

26 წლის გოგოს გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

საქართველოს პროკურატურამ გაუპატიურების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა...

ამჟამად არის 100 000 დოზა, დამატებითი 500 000 დოზა ივნისში შემოვა – გამყრელიძე სინოფარმზე

"ამჟამად არის 100 000 დოზა, დამატებითი 500 000 დოზა ივნისში შემოვა"- ამის შესახებ, დაავადებათა ...

ვეტოს უფლების გამოყენების შეეშინდა – ვაშაძე პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე

"ვეტოს უფლების გამოყენების შეეშინდა " - ასე გამოეხმაურა, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე პრეზიდენტის მიერ...

იმედგაცრუებული ვართ – სამადაშვილი პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე

იმედგაცრუებული ვართ, რომ ვეტოს უფლება გამოყენებული არ იქნა, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“...

მან “ქართულ ოცნებას“ ბოლო შანსი მისცა – იოსელიანი ზურაბიშვილზე

სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადება “ქართული ოცნების“ მიმართ ბოლო გაფრთხილება იყო, მან “ქართულ ოცნებას“ ბოლო...

ეს არის შეურაცხმყოფელი საზოგადოებისთვის, უტიფრობის დემონსტრირება – ბოკერია ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაზე

"ეს არის შეურაცხმყოფელი საზოგადოებისთვის, უტიფრობის დემონსტრირება"- ასე აფასებს, "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია, სალომე...

იშვიათი მოვლენა: ქალმა 9 ბავშვი გააჩინა, რომელთაგან ყველა გადარჩა

მალიში მცხოვრებმა 25 წლის ქალმა 9 ბავშვი გააჩინა. არადა ფეხმძიმობისას ექოსკოპიაზე ექიმებმა მხოლოდ 7 ბავშვი შეამჩნიეს. ჰალიმა სისეს მშობიარობა მაროკოში, სპეციალურ კლინიკაში შედგა, სადაც ის...

მეცნიერების გათვლებით კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რეალური მაჩვენებელი ოფიციალურს ორჯერ აღემატება

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, რომელიც საკუთარ გათვლებში სხვადასხვა ქვეყნების ოფიციალურ მონაცემებს იყენებს, კორონავირუსის პანდემიის დროს 156 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, 3.2 მილიონი კი გარდაიცვალა. თუმცა, ვაშინგტონის...

გოგო ალბინიზმით ჩინური თავშესაფრიდან Vogue-ს მოდელი გახდა. ნახეთ მისი ისტორია

სიუელი ბავშვობისას მშობლებმა ბავშვთა სახლის კართან დატოვეს. ჩინეთში ზოგიერთი ალბინიზმს წყევლად თვლის. ამ იშვიათ  გენეტიკურ მოვლენას იმ პიგმენტის სრული ან ნაწილობრივი არქონა ახასიათებს, რომელიც კანს...