მინახავს, როგორ წმენდდა ეზოს მუშებთან ერთად – მანანა თოქმაჯიშვილი ივანიშვილთან შეხვედრას იხსენებს

“მინახავს, როგორ წმენდდა ეზოს მუშებთან ერთად თოვლისგან”- თბილისის მერიის პრესსამსახურის უფროსი მანანა თოქმაჯიშვილი ბიძინა ივანიშვილთან პირველ შეხვედრას, სოციალურ ქსელში იხსენებს.

“2011 წლის ოქტომბერში, ჩემი დაბადების დღე ახლოვდებოდა, როდესაც მისი პირველი ღია წერილი გამოქვეყნდა. როგორი გარემო იყო საქართველოში, ვფიქრობ, ყველას კარგად ახსოვს- სრული უიმედობის პერიოდი.

სადღაც ერთ კვირაში მის ოფისში აღმოვჩნდი. მახსოვს, თავად შემოვიდა ჩვენ ოთახში, გამეცნო და წარმატებები მისურვა. მაშინ პირველად ვნახე ფიზიკურად ადამიანი, რომლის შესახებ აბსოლუტურად არაფერი ვიცოდი, გარდა იმისა, რომ მან გააჩინა იმედი საზოგადოებაში.
მეორე დღეს, როდესაც ყავის დასალევად სამზარეულოს ვეძებდი დაბნეული, კიდევ უფრო დავიბენი მასთან მოულოდნელი შეჩეხებით: -მანანა, ხომ არ დაგეხმარო?

სახელი რომ იმთავითვე დაიმახსოვრა, ჩემთვის მაშინ ეს სასიამოვნო სიახლე იყო. ყველა უხერხულობა უცებ მომიხსნა და ყავის ჩამოსხმაშიც მომეხმარა.

მთავარი წარმოდგენა, რაც მასზე შემექმნა და ბოლომდე დამრჩა, არის მისი საოცარი თავმდაბლობა და გულწრფელობა ურთიერთობაში. მინახავს, როგორ წმენდდა ეზოს მუშებთან ერთად თოვლისგან, როგორი ადამიანური და უშუალოა ურთიერთობაში ნებისმიერთან, მიუხედავად მისი სოციალური სტატუსისა თუ მდგომარეობის.

ძალიან საინტერესო, რთულ და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პერიოდში გავიცანი და ვნახე როგორ გაიარა ყველა ნაბიჯი საოცარი სიმშვიდით, თავდაჯერებით და, რაც მთავარია, სიმართლით (ეს მაშინ, როდესაც მისი ოჯახის უსაფრთხოება და სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა).
ის არც ტიპიური პოლიტიკოსია და არც ტიპიური ჩინოვნიკი, არასდროს გაურბის უხერხულ კითხვებს და პრობლემებს. ამიტომ, მისი პრესკონფერენციები, რომელსაც ქართული და უცხოური მედია სრული შემადგენლობით ესწრებოდა, გრძელდებოდა 3-4 საათი, ვიდრე ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი არ გაეცემოდა.

მე პირადად ძალიან მწყდება გული, პოლიტიკაში მისი მონაწილეობა რომ დასრულდა, რადგან ასეთი ძლიერი და საინტერესო პიროვნება პოლიტიკაში იშვიათია.
დანარჩენს დრო გვიჩვენებს…

პ.ს.შეგნებულად არ ვეხები მის ქველმოქმედებას, ამაზე კიდევ ბევრს გავიგებთ და ვნახავთ ყველა ერთად.”- წერს მანანა თოქმაჯიშვილი

ნ.ჯ-მ რა უთხრა ნ.კ-ს, ამის დაწერა შეუძლია ნებისმიერს – თალაკვაძე სუსის დოკუმენტზე

ნ.ჯ-მ რა უთხრა ნ.კ-ს, ამის დაწერა შეუძლია ნებისმიერს  - ასე ეხმაურება, მმართველი გუნდის წევრი,...

ღარიბაშვილის თქმით, შვილის გაჩენის შემთხვევაში იპოთეკური სესხით კერძო სახლის ყიდვასაც შეძლებთ

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, შვილის გაჩენის შემთხვევაში იპოთეკური სესხით კერძო სახლის ყიდვასაც შეძლებთ.ამის შესახებ...

ზურაბიშვილი ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება

სალომე ზურაბიშვილი დღეს, 2 აგვისტოს, დღის განმავლობაში, ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური...

ჩვენი სწორი ნაბიჯების შედეგად, ქვეყანაში ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს – ღარიბაშვილი

ჩვენ მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგად ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს ქვეყანაში, აცხადებს პრემიერ-მინისტრი. როგორც...

საქართველოში კორონავირუსის 1 655 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 23 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის 1 655 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 286, ხოლო გარდაიცვალა  23 ადამიანი. ბოლო 24 საათში...

აბაშაში თხილის საკრეფად წასულ კაცს ეძებენ

აბაშაში, სოფელ ქოლობანში თხილის საკრეფად წასული კაცი გაუჩინარდა. ახმედ ბუსკანძე თანასოფლელებთან ერთად თხილის საკრეფად ხობიდან...

თურქეთში ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა

თურქეთში ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა, 10 ადამიანი კლინიკაშია გადაყვანილი. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. ოთხშაბათიდან...

“ვადასტურებ რომ მსგავსი საუბარი ჩემსა და ონიანს შორის შედგა” – პირველი გამოხმაურება სუს-ის სკანდალურ...

"ვადასტურებ რომ მსგავსი საუბარი ჩემსა და ონიანს შორის შედგა" - "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი...

AstraZeneca–ს წარმოებამ მილიარდ დოზას მიაღწია

ბრიტანულ–შვედურმა კომპანია AstraZeneca–მ განაცხადა, რომ მის მიერ წარმოებული ვაქცინების რაოდენობამ ერთ მილიარდს მიაღწია. ეს მილიარდი დოზა მსოფლიოს 170 ქვეყანაში განაწილდა. “ეს შესანიშნავი ამბავია ჩვენთვის, მეცნიერთა...

შესაძლებელია თუ არა ჭაღარა თმას კვლავ ძველი ფერი დაუბრუნდეს–ახალი კვლევა

იმის შესახებ, რომ ძლიერი სტრესისგან გაჭაღარავება შეიძლება, თანაც ზოგჯერ ერთ ღამეში, დიდი ხანია ცნობილია. განსაკუთრებით ბევრი ასეთი შემთხვევაა ცნობილი ომიანობის, ბუნებრივი კატაკლიზმების და მოულოდნელი...

“ტრავმირებული ვარ, უბედური ვარ, ძილი არ შემიძლია“–ბრიტნი სპირსმა სასამართლოს მისი მეურვეობის საქმეზე ჩვენება მისცა

39 წლის პოპ ვარსკვლავმა, ბრიტნი სპირსმა პირველად მოითხოვა სასამართლოსგან პირადად, მოუხსნან მისი მამის მეურვეობა, რომელიც 2008 წლიდან მის საკონცერტო მოღვაწეობას და ფინანსებს აკონტროლებს. მან...