მინდა მჯეროდეს, რომ პოლიტიკური ბატალიები არ იმოქმედებს თბილისის განვითარებაზე – კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ თბილისი აღარასდროს დაუბრუნდება წარსულ პოლიტიკას, “როდესაც გადაწყვეტილებების მიღება ხდებოდა ქაოტურად, თბილისისა და თბილისელების წინააღმდეგ”.

ის ასევე იმედს გამოთქვამს, რომ “პოლიტიკური ბატალიები” რეფორმებზე არ იმოქმედებს.

“რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ჯერ კიდევ არსებობს ძალიან ბევრი გამოწვევა, რაც 20-30 წლის განმავლობაში დაგროვდა, თუმცა, მთავარია მონდომება, თქვენი მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვგრძნობთ და ამ ერთიანობით ყველა გამოწვევას აუცილებლად გავუმკლავდებით. ჩვენ ანგარიშვალდებულები ვართ თითოეული თბილისელის წინაშე, რას ვგეგმავდით და როგორ შევასრულეთ ჩვენი დაპირებები. ბევრი პრობლემის, გამოწვევის და კოვიდპანდემიის მიუხედავად ჩვენ მუხლჩაუხრელად ვიმუშავეთ.

მინდა მჯეროდეს, რომ ამ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ბატალიები არ იმოქმედებს თბილისის განვითარებაზე, წინსვლაზე, არ იმოქმედებს რეფორმებზე და ის საშინელი, ქაოტური პროცესი, რაც გამოვიარეთ თითქმის 30 წლის განმავლობაში, საბოლოოდ წარსულს ჩაბარდა“, – აცხადებს კალაძე მერიის 4-წლიანი ანგარიშის პრეზენტაციისას