მინდოდა თავდასხმების საშინელი ბუნება თავად მენახა – დეივიდ კემერონი ისრაელში ჩავიდა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დეივიდ კემერონი ისრაელში ჩავიდა. ეს არის მისი პირველი ვიზიტი ახლო აღმოსავლეთში მას შემდეგ, რაც ის მთავრობაში დაბრუნდა.

„მე მსურდა აქ ჩამოვსულიყავი, რათა იმ თავდასხმების საშინელი ბუნება თავად მენახა, რომელიც თქვენ 7 ოქტომბერს განიცადეთ, ეს აბსოლუტურად საშინელია“, – განაცხადა დევიდ კამერონმა.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ კaმერონი ღაზას საზღვრის მახლობლად მდებარე კიბუც ბეერს ესტუმრა.

„მე ტერორიზმს ვგულისხმობ, მშობლებს შვილების თვალწინ ესროდნენ, შვილებს კი მშობლების თვალწინ. მე მოვისმინე და ვნახე ის, რაც არასდროს დამავიწყდება და მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველამ გავიგოთ“, – აღნიშნა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.