ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე ელენე ხოშტარიას მიერ პარტიის დატოვებას ეხმიანება და ამბობს, რომ პარტიაში დიდი ხანია იცოდნენ, რომ არჩევნების შემდეგ ის დამოუკიდებელ პოლიტიკურ საქმიანობაზე ფიქრობდა.
“ჩვენთვის ეს სიახლე და სიურპრიზი არ ყოფილა, ეს იყო ის, რაზეც პარტიის შიგნით ვიცოდით და ვიყავით მოლაპარაკებული. ამიტომ წარმატებას ვუსურვებ მის ახალ გზაზე ელენს და ვფიქრობ, რომ მიზანი გვაქვს საერთო – ქვეყნის განვითარება, წინსვლა და ნორმალური დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბება. ეს არანაირად არ არის პარტია ევროპული საქართველოდან რაღაცა გადინების პროცესი, როგორც ზოგიერთს სურს გამოაჩინოს”,– ამბობს ბაქრაძე.
მისივე განცხადებით, ხოშტარიასთვის უფრო მისაღებია არაპარტიული აქტივობა.
“პარტიას გააჩნია მუშაობის სტრუქტურა და სპეციფიკა და ის ყოველთვის შეზღუდულია გარკვეული სამოქალაქო აქტივიზმის… პარტიის და სამოქალაქო აქტივიზმის მიზნები და მოქმედების საშუალებები ძალიან ხშირად განსხვავებულია, ამიტომ მისთვის უფრო მისაღები გახლავთ თავისუფალი და არაპარტიული აქტივობა, სადაც მას ექნება ხელები გახსნილი ყველა იმ აქტივიზმისთვის, რასაც აქციები ითვალისწინებს”,– აღნიშნა დავით ბაქრაძემ.