ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ბოტკოველი ეხმიანება გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომ ქვეყანაში “პოლიტიკური კრიზისი დასრულებულია”.
ბოტკოველის თქმით, მისი განცხადებები აღარ აძლევს იმის ფიქრის საშუალებას, რომ ვაშაძეს ოპოზიციური ფრონტიდან უნდა ბრძოლა.
“თურმე ქვეყანაში აღმოფხვრილია ამაში. ნამდვილად მინდა, მჯეროდეს რომ ეს კონკრეტული ოპოზიციური ძალის ლიდერის არის ოპოზიციური ძალის ლიდერი, მაგრამ მისი ყოველდღიური განცხადება, მისი თავდასხმა ვეღარ მაძლევს იმის თქმის და ფიქრის საშუალებას, რომ მას მართლა ოპოზიციური, საერთო ოპოზიციური ფრონტიდან უნდა ბრძოლა. არაფერს ნიშნავს, ნაციონალური მოძრაობა რას იტყვის თურმე”,- ამბობს ბოტკოველი ტვ პირველის ეთერში.