გორის ჰოსპიტალში მისი დატოვება არ შეიძლება – ალასანია სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ამბობს, რომ არ შეიძლება გორის სამხედრო ჰოსპიტალში ექსპრეზიდენტის დატოვება.

მისი განცხადებით, რეაბილიტაციის კურსი სააკაშვილს სააკაშვილის საზღვარგარეთ, მულტიდისციპლინურ კლინიკაში უნდა ჩაუტარდეს.

“იმედი მაქვს, საბოლოოდ დაიდება ის დასკვნა, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, როგორმე გავატაროთ ამ ადამიანს ნორმალური რეაბილიტაციის კურსი, რადგან ის მას საჭიროებს აშკარად. იმიტომ, რომ რასაც მე ვუყურებ, განსაკუთრებით ბოლო დღეები, ასეთ მდგომარეობაში მისი იქ დატოვება, სადაც ახლა იმყოფება, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება”, – ამბობს გიული ალასანია მთავარ არხთან საუბრისას.