“მისი მიზანი ფული იყო, არ ცდილობდა ვინმე დაეზიანა ან მოეკლა“–ყოფილი მძევალი საქართველოს ბანკზე თავდასხმის დეტალებს იხსენებს

ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში მძევლად აყვანილი ერთ–ერთი მოქალაქე, ერთ-25 წლის მურიკო ბულია ერთ–ერთი მათგანია,  რომელიც  საქართველოს ბანკიდან თავდამსხმელთან ერთად გამოვიდა და მას ბოლო წერტილამდე გაჰყვა, რის შემდეგაც თავდამსხმელი ფულთან ერთად გაუჩინარდა.  იგი შაბათის ფორმულასთან ინტერვიუში ჰყვება, რომ მძარცველის მთავარი მოტივი თანხის მიღება იყო.

როგორც ბულიამ აღნიშნა, რამდენიმე მძევალმა ნიღბიან პირს ქალების გათავისუფლება სთხოვა, რის შემდეგაც, ისინი თავად წაყვნენ მძარცველს იმ ადგილამდე, საიდანაც თავდამსხმელის კვალი იკარგება.

ბულიას თქმით, მძარცველი ქართულად და მეგრულად საუბრობდა. მისივე მონაყოლით, ირკვევა, რომ მძარცველს არც პირადი ტელეფონი ჰქონდა და გარე სამყაროსთან კომუნიკაციაზე, სხვა მძევლების ტელეფონების მეშვეობით გადიოდა.

“ყველა მძევალი გაუშვი და მე წამიყვანე, აგერ მოვდივარ შენთან – ამ სიტყვებით მიმართა ავთანდილ გალდავამ თავდამსხმელს. არავინ ხომ არ მოდისო ჰკითხა და ავთომ [გალდავამ] უთხრა, რომ არა. ხელები აწია და ანახა, რომ არაფერი ჰქონდა, მათ შორის არც იარაღი. მერე მძარცველმა უთხრა, ამოიღე და მაჩვენე, რომ მართლა ფული მოგაქვსო. როგორც კი აჩვენა ფული, სხვა დანარჩენი მძევლები გაათავისუფლა. ჩვენც გამოვიჩინეთ ინიციატივა, რომ ქალები გაეშვა და ჩვენ დავრჩებით შენთანთქო. რამდენიმე კაცი იდგა და კონკრეტულად დაგვადო ხელი. როგორც ჩვენ ვსაუბრობდით და კომუნიკაცია გვქონდა მძარცველთან იგივე ნაირად იყო ხვიბლიანიც [კიდევ ერთი მძევალი]. მძევლები ერთმანეთზე დაგვაბა ხელებით. მე თუ მოვკვდებიო, ჩათვალეთ რომ თქვენც მკვდრები ხართო გვითხრა. ცოცხალი არ ჩავბარდებიო”, – განაცხადა ბულიამ.

ყოფილი მძევალი ამბობს, რომ ბანკიდან გამოსვლის შემდეგ ავტომობილის უკანა სავარძელზე 4 ადამიანი დასხდა, მათ შორის თავად მძარცველიც, ხოლო კიდევ ერთი მძევალი დავით ხვიბლიანი საჭესთან იჯდა.

“ოთხივე ერთი კარით ჩავსხედით მანქანაში. ხვიბლიანი, ერთ-ერთი მძევალი იჯდა საჭესთან. წალენჯიხის გზაზე ვიყავით, გზა თავისუფალი იყო. საუბრობდა ხან მეგრულად ხან ქართულად. ბევრს არ ლაპარაკობდა. ავთანდილს არეკინებდა, რათა ეთქვა: რომ არავინ გამოყოლოდა მანქანას. მიმართულებებზე საუბრობდა მარტო. წალენჯიხის მერე ვიყავით ჩხოროწყუს ტერიტორიაზე. დაახლოებით 2-3 საათი ვმოძრაობდით. მისი მიზანი ფული იყო, არ ცდილობდა ვინმე დაეზიანა ან მოეკლა. ტელეფონი არ ჰქონდა და სხვასთან არავისთან კომუნიკაცია არ ჰქონდა. ყუმბარა მთელი დღის განმავლობაში ჰქონდა ხელში გახსნილ მდგომარეობაში. ბოლოს გვქონდა შიშის განცდა, რომ მანქანიდან გადასვლის შემდეგ რამე არ დაეშავებინა. მაგრამ თვითონ გზაში გვპირდებოდა, რომ არაფერს დაგვიშავებდა. ამბობდა, რომ ფეხით აპირებდა გზის გაგრძელებას და მანქანას ჩვენ დაგვიტოვებდა. ჩვენ ვეკითხებოდით, რომ ხომ არ დაგვხოცავ?! გზაში მანქანები გვხვდებოდა და აკვირდებოდა, პოლიცია ხომ არ იყო. ჩვენ ფეხით არ გვივლია. ის ჩამოვიდა მანქანიდან და გამოგვიშვა. გვითხრა, რომ შუქები ჩაგვექრო და მიგვეტრიალა მანქანა. ამოიღო ფული და გვითხრა, რომ წავსულიყავით. მანქანა არ ვნახო გაჩერებულიო, თქვენ გზაზე წადითო. ვისაც გვქონდა ტელეფონები, წალენჯიხაში დაგვატოვებინა. დავბრუნდით წალენჯიხაში, ავიღეთ ტელეფონები და გავაგებინეთ, რომ თავისუფლები ვიყავით. რაც შეეხება გამოძიებას, ძირითადი კითხვები გამოკითხვაზე იყო, თუ რა ხდებოდა, რა ენაზე გვესაუბრებოდა და რა ეროვნების შესაძლოა ყოფილიყო”, – იხსენებს ერთ-ერთი ყოფილი მძევალი.

ზუგდიდში მდებარე საქართველოს ბანკში შეიარაღებული მამაკაცი 21 ოქტომბერს შეიჭრა. მან მძევლები აიყვანა და 500 000 დოლარს ითხოვდა. რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ის ბანკიდან სამ მძევალთან ერთად წავიდა, მოგვიანებით ისინი გაათავისუფლა და ფულთან ერთად გაიქცა. შსს-ში ამბობენ, რომ მისი სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

 

დაავადება გადატანილი პაციენტები 6-დან 8-თვემდე დაცულები არიან განმეორებითი ინფიცირებისგან – ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი  აცხადებს, რომ ინფექცია გადატანილი ადამიანების იმუნური სისტემა 6-დან 8-თვემდე დაცულები არიან განემორებითი ინფიცირებისგან. "ძალიან კარგი ავტორიტეტული...

ახლა ცეცხლი ანთია და ერთად უნდა ჩავაქროთ – გამყრელიძე

"ახლა არ არის წარსულზე ლაპარაკის დრო, ახლა ცეცხლი ანთია და ერთად უნდა ჩავაქროთ "- ...

მცხეთაში მიმავალი მანქანა მდინარე მტკვარში გადავარდა – დაღუპულია 3 ადამიანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, მცხეთაში მიმავალი მანქანა მტკვარში 30 მეტრის...

მელაშვილისა და ილიჩოვას საქმეზე წინასასამართლო სხდომის ვადა გახანგრძლივდა – ადვოკატი

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის ადვოკატის, ედუარდ მარიკაშვილის ინფორმაციით, საქმეზე სასამართლომ პროკურატურის შუამდგიმლობა დააკმაყოფილა და წინასასამართლო სხდომის ვადა გაახანგრძლივა. "ივერი...

მარხვაში რძის პროდუქტების ჭამისთვის მღვდლები ზიარებას არ აკრძალავენ – ილია მეორე

საშობაო მარხვის დაწყებასთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მრევლს მიმართავს. როგორც პატრიარქის მიმართვაშია აღნიშნული, ეპიდემიის...

ფული ყველაზე მეტად ჩვენ გვჭირდება მაგრამ თუ იღებ თანხას აღიარებ იმ შედეგს – ელისაშვილი

"ფული კიდე ყველაზე მეტად ჩვენ გვჭირდება მაგრამ თუ იღებ თანხას აღიარებ იმ შედეგს"- მოქალაქეების...

ტრანსპორტი ღია კარებით – დედაქალაქში სატრანსპორტო კოლაფსია

ხვალიდან საქართველოშიახალი შეზღუდვები ამოქმედდება. კერძოდ, იკეტება მაღაზიები იკრძალება მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის...

შემცირდეს ჩინოვნიკების ხელფასები – მოქალაქეებმა პეტიციაზე ხელმოწერები დაიწყეს

შემცირდეს ჩინოვნიკების ხელფასები – ვრცელდება პეტიცია, სადაც  მოქალაქეები მოითხოვენ, რომ უახლოესი 6 თვის მანძილზე,...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

დაავადება გადატანილი პაციენტები 6-დან 8-თვემდე დაცულები არიან განმეორებითი ინფიცირებისგან – ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი  აცხადებს, რომ ინფექცია გადატანილი ადამიანების იმუნური სისტემა 6-დან 8-თვემდე დაცულები არიან განემორებითი ინფიცირებისგან. "ძალიან კარგი ავტორიტეტული კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანს ორი მახსოვრობის სისტემა აქვს. ერთი არის ანტისხეულები...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო