“ირაკლი კობახიძე არის ერთ-ერთი როგორც ძალიან მაღალი რანგის პოლიტიკოსი, ისე ძალიან გულწრფელი ადამიანი. შესაბამისად, მის ამ სინანულში ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს და მითუმეტეს, მე არ მეპარება, რადგან ძალიან კარგად ვიცნობ ამ ადამიანს. […] ამ ფონზე, როდესაც ხელში გაჩეჩებენ რაღაც სურათს შეიძლება მოხდეს და ადამიანმა დაუშვა შეცდომა, რაზეც ვფიქრობ, კობახიძემ ვაჟკაცურად და ღირსეულად ისაუბრა. სიტყვა სინანული არის ძალიან მაღალი ღირსების აღმნიშვნელი და კარგი იქნებოდა, თუ ოპოზიციური პარტიის ზოგიერთი ლიდერები მისგან გადაიღებდნენ”
აცხადებს ქართული ოცნების წევრი ბექა ოდიშარია.