“ყველაზე სახიფათო რამ, როგორც მივხვდი, იმაში არ იყო თუ როგორი ვითარება იყო, არამედ როგორ შეიძლება განვითარებულიყო – მისი შედეგები. ეს იყო ყველაზე სახიფათო. ასევე გავიგე: მიღებულია სასტიკი გადაწყვეტილება (იგი ქვეტექსტად პუტინის გამოსვლაშიც გაისმა) – დახოცონ. პუტინს შევთავაზე არ ეჩქარა. მოდი, ვეუბნები, პრიგოჟინს, მის მეთაურებს დაველაპარაკოთ. რაზეც მითხრა: “მისმინე, საშა, უსარგებლოა. ყურმილსაც არ იღებს, არავისთან საუბარი არ უნდა.[…] ვეუბნები: “ჟენია, არავინ მოგცემს არც შოიგუს, არც გერასიმოვს, არავის არ მოგცემს, მითუმეტეს ასეთ ვითარებაში. პუტინს ხომ ჩემზე არანაკლებად იცნობ. მეორე, იგი ახლა შეგხვდება კი არა – ტელეფონზეც არ დაგელაპარაკება, ვითარებიდან გამომდინარე… ვეუბნები: “[მოსკოვამდე] ნახევარ გზაზე ბუზივით გაგჭყლეტენ. მიუხედავად იმისა, რომ ჯარებს (ამაზე პუტინი დიდ ხანს მელაპარაკებოდა) ყურადღება შესაბამის ფრონტზე აქვთ გადატანილი”

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ, “ვაგნერის” ხელმძღვანელთან, ევგენი პრიგოჟინთან მოლაპარაკებების თაობაზე ისაუბრა.