“რაც შეეხება გაუქმებულ მიწვევას, ეს იყო ერთგვარი ბავშვური ნაბიჯი, აშშ არის დიდი სახელმწიფო და გაბუტვა არ არის ის, რაც შეშვენის მას. ამ შეხვედრას ესწრებოდა ათეულობით ავტორიტარული სახელმწიფოს ლიდერი, ეს უნდა იცოდეს საზოგადოებამ. ავტორიტარულ ქვეყნებს იწვევენ და შენ გიუქმებენ მიწვევას – ამაზე თავად გამოიტანოს საზოგადოებამ დასკვნები.

[…] მას შემდეგ რაც გაუქმდა ბაიდენის ვახშამი, ერთად წავედით, ბატონ დავით ზალკანიანთან ერთად და ვივახშმეთ ქართულად”.

თქვა საქართველოს პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ბაიდენის ვახშამზე მისთვის მისაწვევის გაუქმებაზე.