მიხედეთ ყველამ თქვენს ქვეყანას – ცერცვაძე უცხოეთში მოღვაწე ქართველ ექიმებს

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ “ქვეყნის სახელისუფლებო ვერტიკალი, ჯანდაცვის სისტემა და მითუმეტეს, ექიმები, ყველა ეტაპზე პანდემიას ადეკვატურად და ეფექტიანად მართავდნენ”.

“რაც შეეხება, იყო თუ არა შეცდომები, უშეცდომო პროცესი არ არსებობს, არც ქვეყანა, არც სტრუქტურა, არც მთავრობა არ არსებობს, რომ რაღაც შეცდომები არ დაეშვა. ალბათ, ასეთი იყო. მაგრამ იმას, რომ სისტემამ არ გაითვალისწინა საფრთხე, არ მოემზადა კოლაფსისთვის, ამას ვერ დავეთანხმები”, – განაცხადა ცერცვაძემ პალიტრანიუსის ეთერში.

მან უცხოეთში მოღვაწე ქართველ ექიმებს, რომლებიც საქართველოს ჯანდაცვის სისტემას აკრიტიკებენ, მოუწოდა, “საკუთარ ქვეყნებს მიხედონ”.

“ის რომ ქართველი სპეციალისტები უცხოეთში მოღვაწეობენ, არ ნიშნავს, რომ მათი ნათქვამი ჭეშმარიტებაა. მე ძალიან ხშირად მიხდება პოლემიკა ამ უცხოეთში მცხოვრებ ექიმებთან და ჯერ პირად პოლემიკაში ვერავინ ვერ დამისაბუთა, რომ ჩვენ დავუშვით რაიმე სერიოზული შეცდომა, ან არასწორად ვმართავთ კოვიდს. რაღაცას… ზოგადად ფრაზებს ამბობენ, მაგრამ როდესაც ვაძლევ განმარტებებს, ვერავითარ კონკრეტულ ნაკლს კოვიდის კლინიკურ მართვაში ვერ ამბობენ.

მე მათთვის მომყავს მაგალითი. მიხედეთ ყველამ თქვენ ქვეყანას. ყველა იმ ქვეყანაში, სადაც უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმები მოღვაწეობენ, გაცილებით უარესი მდგომარეობაა, ვიდრე საქართველოში – ყველაფრით: სიკვდილობის პროცენტით, რაოდენობით, იქ ეს მრავალჯერ უფრო მეტია. ძალიან ბევრი პაციენტია იქ, რომელიც საერთოდ ვერ აღწევს კლინიკამდე, ჰოსპიტალიზაციას ვერ ახერხებს”,– თქვა თენგიზ ცერცვაძემ.

ჭრელო პეპელას ვარიანტია, ერთი წელი მესმოდა, რატომაა შეზღუდვებიო – იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილეს, პაატა იმნაძეს ჰკითხეს, გაუარესებული ეპიდვითარების ფონზე, რატომ არ...

ქორწილში და სხვა სუფრაზე წასვლის ნაცვლად, წავიდეთ და ავიცრათ – გამყრელიძე

"თუკი ჩვენ ყველა შევასრულებთ რეკომენდაციებს, ანუ არ წავალთ ქორწილში და არ ჩავატარებთ დიდ წვეულებას,...

განიხილავს თუ არა საკოორდინაციო საბჭო ლოკდაუნის დაწესებას – გამყრელიძის განმარტება

"ამ ეტაპზე საბჭო მკაცრ ლოკდაუნს არ განიხილავს. განიხილავს იმ რეკომენდაციების მაქსიმალურად აღსრულებას, რაც დღეს...

დიდი თავშეყრების აკრძალვაზე კონტროლი გამკაცრდება, არ იცავენ – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ დღეს სააკორდინაციო საბჭოზე რამდენიმე საკითხი...

საქართველოში კორონავირუსის 3666 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 3666 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 17 პაციენტი, ხოლო 1335...

მონაწილეობა მივიღეთ საერთაშორისო სპეცოპერაციაში, ამოღებულია 368 კგ ჰეროინი – შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან...

თუ არავინ დააყენა კანდიდატი, ვიფიქრებთ მეგრელიშვილის კანდიდატურაზე – ხვიჩია

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია იმედოვნებს, რომ ოპოზიციური პარტიები თბილისის მერობის კანდიდატებს წარადგენენ. მისი თქმით,...

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს ეწვია

საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტი, რიკ დემსი სამუშაო ვიზიტით საქართველოს ეწვია. ის შეხვედრებს ორი...

ირაკლი კობახიძემ ტვ იმედის ეთერში განმარტა, რატომ არ იჭრის თმას

ირაკლი კობახიძემ განმარტა რატომ არ იჭრის თმას. ამ თემაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გადაცემაში „ნოესთან“ ისაუბრა. „ასე ვგრძნობ უფრო კომფორტულად თავს. მოკლე თმა არ მიყვარს. ჩემზე...

შესაძლებელია თუ არა ჭაღარა თმას კვლავ ძველი ფერი დაუბრუნდეს–ახალი კვლევა

იმის შესახებ, რომ ძლიერი სტრესისგან გაჭაღარავება შეიძლება, თანაც ზოგჯერ ერთ ღამეში, დიდი ხანია ცნობილია. განსაკუთრებით ბევრი ასეთი შემთხვევაა ცნობილი ომიანობის, ბუნებრივი კატაკლიზმების და მოულოდნელი...

“ტრავმირებული ვარ, უბედური ვარ, ძილი არ შემიძლია“–ბრიტნი სპირსმა სასამართლოს მისი მეურვეობის საქმეზე ჩვენება მისცა

39 წლის პოპ ვარსკვლავმა, ბრიტნი სპირსმა პირველად მოითხოვა სასამართლოსგან პირადად, მოუხსნან მისი მამის მეურვეობა, რომელიც 2008 წლიდან მის საკონცერტო მოღვაწეობას და ფინანსებს აკონტროლებს. მან...