მიხეილ რამიშვილის მიმართ პასუხისმგებლობის საკითხს არ განვიხილავთ – პროკურორი

” ჯერჯერობით, პასუხისმგებლობის საკითხს, თუნდაც, მიხეილ რამიშვილის მიმართ, არ განვიხილავთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან პროკურორმა დავით გუმბერიძემ განუცხადა.

„ეს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე, რაზეც დღეს ეკა ქობესაშვილი და მიხეილ რამიშვილი დაიკითხებიან, მტკიცებულებების ფალსიფიკაციის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას შეეხება. ეს მიმდინარე გამოძიება დამცველ ადვოკატებს არ აფერხებს თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე საქმეზე მოვიდნენ, საქმის მასალებს გაეცნონ.

დღევანდელი დაკითხვა დავით ფუცხვანიძესთან მიმართებაში წარმოდგენილ ფოტოსურათებს შეეხება. მიხეილ რამიშვილთან იმ მნიშვნელოვან ინფორმაციასთან დაკავშირებით გვექნება კითხვები, რაც მის მობილურ ტელეფონში აღმოჩნდა. ბატონმა მიხეილ რამიშვილმა ფოტოსურათები წარმოგვიდგინა და მისი საქმეზე, როგორც მტკიცებულების დართვა მოითხოვა. ის არ გახლავთ ჟურნალისტი, მედიის წარმომადგენელი, მან როგორც ადვოკატმა მოიტანა ფოტოსურათები და ჩვენგან მოითხოვა მოცემულობად მიგვეღო და გარემოება შეგვესწავლა, რადგან ამ ორი ფოტოსურათით დასტურდებოდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა 2020 წლის 19 ივლისს, მაწევანის ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა. არ მინდა შევაფასო, რომ გარკვეულწილად ცდილობენ პასუხისმგებლობას გაექცნენ, რადგან ამ საქმეში ჯერჯერობით პასუხისმგებლობის საკითხს, თუნდაც, მიხეილ რამიშვილის მიმართ მიმდინარე გამოძიების მიხედვით არ განვიხილავთ. ვატარებთ ყველა საგამოძიებო მოქმედებას საქმესთან მიმართებაში. იმ შემთხვევაში, თუკი, რომელიმე პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგინდა, ნებისმიერი პირის მიმართ მივიღებთ სამართლებრივ გადაწყვეტილებას.

რამიშვილის ტელეფონში აღმოჩნდა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, დავით ფურცხვანიძესთან კომუნიკაციის ამსახველი საუბრები და ასევე ის ფოტოსურათები, რომელიც გამოძიებაში წარმოგვიდგინა, რაზეც ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მონტაჟის შედეგად არის მიღებული, შეიცავს ცრუ ინფორმაციას და ყალბია. ასევე აღმოჩნდა სხვა ფოტოსურათები, რომელიც სატელიტის ფოტოებს უკავშირდებოდა. ჩვენ ამ გარემოებებთან გვექნება კითხვები. ასევე დავაზუსტებთ იმ ინფორმაციას, თუ ვინ იყო მის კონტაქტებში ჩაწერილი „ყარაბაღად”, რადგან საჯაროდ ბატონი მიხეილ რამიშვილის სხვა განმარტებებს ვისმენთ, თუმცა, ტელეფონის დათვალიერებით დგინდება, რომ გადმომგზავნი პირი, ვინც ჩაწერილი ჰყავდა 2020 წლის 9 სექტემბერს, არის დავით ფურცხვანიძე. შემდეგ ვინ შეცვალა, ვინ ჩაწერა კონტაქტი და რა სახელი დაარქვა მიხეილ რამიშვილმა მის ტელეფონში გარკვეულ პირებს, ჩვენი განსახილველი არ არის. დღეის მოცემულობით ფურცხვანიძე ჩაწერილი ჰყავს, როგორც „დავითი სატელიტები”, მაგრამ მიმოწერით სულ სხვა ფაქტი დგინდება”, – განაცხადა გუმბერიძემ.

ჩემი ძმა სამკურნალოდ თბილისშია წასული – ბადრი ესებუას ძმა პირველ კომენტარს აკეთებს

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ სავარაუდო თავდამსხმელის, ბადრი ესებუას, ძმა ბიძინა ესებუა მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს....

საქმე მომენატრა, ხელები მართლა მექავება იმისათვის, რომ ავაშენოთ – მიხეილ სააკაშვილი

"საქმე მომენატრა, ლაპარაკი მომბეზრდა. ხელები მართლა მექავება იმისათვის, რომ ავაშენოთ"-საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა...

სენაკის სამხედრო ბაზაზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება

ტელეკომპანია "მთავარი არხის" ინფორმაციით, ამ წუთებში სენაკის სამხედრო ბაზაზე გამოძიება მიმდინარეობს და ადგილზე შინაგან...

მგონია, რომ ხელისუფლებამ დაგეგმა – გუბაზ სანიკიძე ზუგდიდში ბანკზე თავდასხმაზე

"მგონია, რომ ხელისუფლებამ დაგეგმა" -გუბაზ სანიკიძის განცხადებით, ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალზე განხორციელებული თავდასხმა ხელისუფლების მიერ არის...

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტს კორონავირუსი დაუდასტურდა

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანე კალიჯიშვილს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას საპატრიარქოს პრესსპიკერი, დეკანოზი ანდრია...

გვაქვს ინფორმაცია, რომ რადიკალური ოპოზიცია Deepfake-ის გამოყენებით მასალებს ამზადებს – კობახიძე

"გვაქვს ინფორმაცია, რომ რადიკალური ოპოზიცია Deepfake-ის გამოყენებით მასალებს ამზადებს"-ამის შესახებ, ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა,...

საგარეჯოში ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა, ის ადგილზე გარდაიცვალა

აგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს სიახლოვეს ქვეითად მოსიარულეს ავტომანქანა დაეჯახა. გავრცელებული ცნობით, ის ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება სისხლის...

ქუთაისის “ტორპედოს” ფეხბურთელებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

ქუთისის ტორპედოს ორ ფეხბურთელსა და ორ პერსონალს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ, საფეხბურთო კლუბში...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

“საქართველოს შეუძლია ისწავლოს არა საკუთარ, არამედ სხვის შეცდომებზე“–ზურაბ გურულის და ნანა გეგეჭკორის ერთობლივი სტატია კორონავირუსთან ბრძოლის გამოცდილებაზე

მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური პროფესორი, ზურაბ გურული და მისი კოლეგა, ასევე ამერიკაში მცხოვრები ექიმი–კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი, რო­მე­ლიც უკვე...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო