ორშაბათი, 23 დეკემბერი , 2024, 05:02

მიხეილ სააკაშვილი სავარაუდოდ სასამართლოში გადაჰყავთ

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღეს სავარაუდოდ საკუთარ სასამართლო პროცესს დაესწრება. გორის სამხედრო ჰოსპიტალი დაახლოებით ერთი საათის წინ პენიტენციური სამსახურის სპეციალურმა მანქანამ და ესკორტმა დატოვა.

პენიტენციურ სამსახურს ჯერჯერობით ამ საკითხზე განცხადება არ გაუვრცელებია.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული.