მკვდარი ვიყო მეც და არ მესმოდეს ეს ყველაფერი მირჩევნია – ლექსო ლაშქარავას დედა ექსპერტიზაზე

“მკვდარი ვიყო მეც და არ მესმოდეს ეს ყველაფერი მირჩევნია” – ასე ეხმაურება, TV პირველის გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას დედა, თინათინ კახიძე, ექსპერტიზის დასკვნას.

“ჩემი შვილი, შვილო მკვდარია. მკვდარი ვიყო მეც და არ მესმოდეს ეს ყველაფერი ის მირჩევნია, არაფერი უკან დასახევი არ მაქვს, რაც ვთქვი, იმას ვიმეორებ, რა სისულელეა, რაში სჭირდებოდათ ეს გათამაშება კაცო, არ ვიძახოდი ისედაც შვილო?! ყველანი აქ არ იყავით, რომ ექნება, რაც გინდათ ის დაუწერეთ, ექნება ნარკოტიკული ნივთიერება ორგანიზმში, რათ უნდოდა ამდენი მაიმუნობა და ამდენი ფოკუზობა. დილით რომ არ გამოქვეყნებულიყო, რომ ლექსო იმაში შეიყვანეს უნესკოს სია შუადღეს, რა იყო ეს, რა ფოკუზობა იყო, 2-3 დღე მაინც დაეცადათ და მერე გამოექვეყნებინათ”, – ამბობს თინათინ კახიძე “მთავართან”.