“თავისთავად, ეს მნიშვნელოვანი ჟესტია, რომ ეს ჩანაწერები ამოღებულია ვებგვერდიდან – ეს ერთი. სპეკულაციის არავითარი საფუძველი არ არსებობს, თუმცა ვინც ცდილობს, რომ რაღაცნაირად აჟიოტაჟი შექმნას ამ საკითხის გარშემო, ისინი არიან ნამდვილი სპეკულანტები. ანუ, ცდილობენ სპეკულირებას იქაც კი, სადაც სპეკულირების არავითარი საბაბიც კი არ არსებობს”.
ასე აფასებს მმართველი გუნდის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე რუსული ავიაკომპანია Азимут-ის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ქვეყნების სიიდან ამოღებას.