ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში შედის, თუმცა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.
“ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ევროპული მედიაციით შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელს არ ვაწერთ. მაგრამ აქვე, რა თქმა უნდა, უდიდესი პატივისცემა მინდა დავუდასტურო ევროკავშირს, პერსონალურად პრეზიდენტ მიშელს, ბატონ დანიელსონს, აშშ-ს ელჩს კელი დეგნანს და განსაკუთრებით დიდი მადლობა ბატონ კარლ ჰარცელს.
არის ამ შეთანხმებაში ერთი პუნქტი, რომელიც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი არის და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მითუმეტეს პოსტ–ფაქტუმ ჩვენს ხელმოწერას ვერ დავსვამთ, თუმცა სხვა საკითხებთან მიმართებით ჩვენ თავიდან ბოლომდე ჩავერთვებით საკანონმდებლო საკითხების გადაწყვეტაში”,– თქვა მელიამ.