საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრებად გია მურღულია და დავით ქართველიშვილი აირჩიეს

“ქართული ოცნების”  პარლამენტმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრებად დავით ქართველიშვილი და გია მურღულია აირჩია. არჩეული პირები „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოში საქმიანობას 2 ივლისიდან შეუდგებიან.

კერძოდ, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მეურვის პოზიციაზე „ხალხის ძალის“ კანდიდატი დავით ქართველიშვილი 83 ხმით დამტკიცდა. ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატი – გრიგოლ მურღულიას დამტკიცებას 84 მომხრე, 4 კი წინააღმდეგი ჰყავდა.

ამავე თანამდებობაზე ფრაქცია „საქართველოსთვის“ სამი კანდიდატი იყო წარმოდგენილი, რომლებმაც დასამტკიცებლად საკმარისი მხარდაჭერა ვერ მიიღეს.

კერძოდ, თეა გეგენავას კანდიდატურას – 12 მომხრე 5 წინააღმდეგი, ელისო გაბადაძის კანდიდატურას – 12 მომხრე, 8 წინააღმდეგი და თეიმურაზ კეკელიძის კანდიდატურას – 12 მომხრე, 7 წინააღმდეგი ჰყავდა.

შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოში ერთი ვაკანსია კიდევ დარჩა.