მოსკოვის რეგიონიდან მობილიზებულ რუს სამხედროთა დედები და ცოლები ითხოვენ არ გაგზავნონ მათი ნათესავები შემტევ ბრიგადებში როგორც “ხორცი.”
“Мобилизация. Новости”-ს ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ქალები ჩივიან, რომ მათი ნათესავები, სავარაუდოდ, შემტევ ბრიგადაში გადაიყვანეს და ოთხდღიანი სწავლების შემდეგ წინა ხაზზე გაგზავნეს.
მათი თქმით, თავდაპირველად მობილიზებულებს არტილერისტებად ამზადებდნენ. დეკემბერში ისინი გაგზავნეს ომის ზონაში, სადაც ორი თვე ელოდნენ იარაღს. ახლა, როგორც ქალები ამბობენ, მოუმზადებელ ბრიგადებს 5 კაცის შემადგენლობით „როგორც ხორცს ისე უშვებენ გამაგრებული ტერიტორიების შტურმით ასაღებად კარგად შეიარაღებული 100 კაცის წინააღმდეგ“.
ბოლო კვირების განმავლობაში თითქმის ყოველდღიურად ჩნდება ჩივილები იმის შესახებ, რომ ტერიტორიული თავდაცვისგან მობილიზებული პირები ანექსირებული დონეცის და ლუგანსკის სამხედრო მეთაურობის განკარგულებაში გადავიდნენ და ისინი ფრონტალურ შეტევაში გაგზავნეს უკრაინის გამაგრებულ ტერიტორიებზე.
ხელისუფლება პრობლემებს ყველაზე ხშირად ერთი მეთოდით წყვეტს – ჯერ უარყოფენ, რომ მობილიზებულს შეტევისას იყენებენ, შემდეგ მომჩივანები ფრონტის ხაზიდან გაჰყავთ.