მობილური ტექნოლოგიების გარეშე – დასავლური კომპანიების გასვლის შემდეგ რუსეთთან თანამშრომლობა აღარც Huawei–ს უნდა

ჩინურმა ტექნიკის მწარმოებელმა  Huawei–მ რუსეთში სატელეკომუნიკაციო აპარატურის შეტანა შეწყვიტა და რუსული კომპანიები მასთან კავშირის დამყარებას ვეღარ ახერხებენ, რადგან ის შეტყობინებებს აღარ პასუხობს. ამის შესახებ რუსული გამოცემა კომერსანტი წერს.

რუსეთის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტრომ თათბირი ჩაატარა მობილური კავშირის უმსხვილეს ოპერატორებთან – მეგაფონთან, როსტელკომთან, ვიმპელკომთან, МТС–თან დაTele2–თან . თათბირზე განიხილეს, რა მოუხერხონ უცხოურ კომპანიებს,  Nokia–ს, Ericsson–ს და Huawei–ს, რომლებმაც რუსეთში საკუთარი ტექნიკის გაყიდვა შეწყვიტეს. ყველაზე მეტად ჩინოვნიკებს Huawei–ს პოზიცია აშფოთებთ, რომელსაც მიწოდების შეწყვეტის შესახებ ღიად არ განუცხადებია, თუმცა ფაქტიურად მიწოდება შეწყვიტა.

შეხვედრის ერთ–ერთი მონაწილის თქმით, უწყებამ რუსულ კომპანიებთან ერთად განიხილა მომწოდებლების მსხვილი თანხების მოთხოვნით სასამართლო დავებით დაშინების ვარიანტი კონტრაქტის პირობების შეუსრულებლობის გამო. მათ იმედი აქვთ, რომ რუსი ოპერატორების მხრიდან ერთობლივი შეტევა კომპანიებს აიძულებს გადაწყვეტილებას გადახედონ.

ზოგიერთმა რუსულმა ორგანიზაციამ უკვე შეიტანა სარჩელები საარბიტრაჟო სასამართლოში, რომლებშიც ითხოვს უცხოელი პარტნიორები აიძულონ ვალდებულებები შეასრულონ. მაგალითად, 11 აპრილს რუსეთში ინტეგრატორ ტალმერის მოთოვნით სასამართლომ დააპატიმრე 778 მილიონი რუბლის აქტივები ამერიკელი მწარმოებლის, Dell–ის ანგარიშზე. ამ საქმეში მესამე პირად მეგაფონია ჩართული. მაისში ანალოგიური შეზღუდვის მიღწევას შეეცადა  Tele2, თუმცა მოსკოვის სასამართლომ უარი თქვა დეპატიმრებინა 478 მილიონი რუბლი Nokia–ს რუსული ქვეგანყოფილების ანგარიშზე, რადგან ამის საფუძველი ვერ დაინახა.

რუსი იურისტები ამბობენ, რომ რუსული სასამართლოები როგორც წესი, არ ჩქარობენ უზრუნველყოფის ღონისძიებების შემოღებას, თუმცა კომპანიების რუსეთიდან მასობრივად წასვლის კვალდაკვალ მათი პოზიცია შეიძლება შეიცვალოს. ამის მიუხედავად, მოსარჩელეებს ყოველ ჯერზე საკუთარი პრეტენზიების დასაბუთება მოუწევთ.

მსხვილი მიმწოდებელი კომპანიის ტოპ მენეჯერი მედიას ეუბნება, რომ მობილური კავშირის საბაზო სადგურების ჩინელი მწარმოებლები თავად ცდილობენ გაერკვნენ, როგორ იმუშაონ რუსულ ბაზარზე, თუმცა ამისთვის დრო ჭირდებათ. მისი თქმით, Huawei ზუსტი პასუხის გაცემას მხოლოდ ჩინეთის ხელისუფლებისგან შესაბამისი განკარგულების მიღების შემდეგ შეძლებს.  სასამართლო დავების წამოწყებით და პროცესის დაჩქარებით კი რუსეთმა მხოლოდ საკუთარ თავს შეიძლება ავნოს – სასამართლოში რამდენიმე მილიონი მოიგოს და საბოლოოდ ტექნოლოგიების და აღჭურვილობის გარეშე დარჩეს.

რუსული მედია წერს, რომ სათადარიგო ვარიანტად რუსეთში ნახმარი უცხოური აპარატურის ყიდვას განიხილავენ, თუმცა შესაბამისი ტექნიკის მოძებნა, რომელიც რუსულ ქსელებზე მუშაობას შეძლებს რთულია. თუ პრობლემა ზაფხულის ბოლომდე არ მოგვარდება, ქვეყანაში შეიძლება საკომუნიკაციო ქსელების პრობლემები დაიწყოს.

უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის დასავლური სანქციების დაწესების შემდეგ ნათელი გახდა, რომ ჩინურმა კომპანიებმაც თანდათანობით დაწყეს რუსეთში ბიზნესის შეჩერება. სანქციების გამო რუსულ ბაზარზე ექსპორტის მოცულობა 27%–ით შემცირდა. მიმწოდებლებს შორის, ვინც რუსული ბაზრიდან გავიდა არიან: Lenovo Group, Xiaomi, DJI Technology. Huawei Technologies–მა კი რუსეთში სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის ბოლო პარტია 2022 წლის მარტში შეიტანა.

რუსეთში საკუთარი სმარტფონების ექსპორტი შეწყვიტეს ჩინურმა ბრენდებმა  Oppo და Vivo. რუსეთისთვის ისტორიაში ყველაზე მაშტაბური სანქციების დაწესების შემდეგ რუსულმა კომპანიებმა ძველებური, “ღილაკებიანი“ ტელეფონების შესყიდვა დაიწყეს.

ყველას შეიძლება სისხლი ჩაექცეს ტვინში, ინფარქტი დაემართოს, ფეხი მოიტეხოს – ამის ტოლფასია სტიქია –...

"ყველა ადამიანს, ნებისმიერს შეიძლება ტვინში სისხლი ჩაექცეს, ინფარქტი დაემართოს, უცბად. ტრავმა მოუვიდეს, გარეთ გავიდეს...

ოთარ ფარცხალაძე სუს-ში იმყოფებოდა

აშშ-ის მიერ სანქცირებული ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა. ინფორმაციას ამის შესახებ,...

მინისტრის ცრუ ჩვენებაა, მოგიწევთ დამოუკიდებელ სასამართლოში საუბარი – ბოკუჩავა

"უნდა ვაღიარო, დიდი მოლოდინი თქვენი პასუხით სარწმუნო ინფორმაციის მიღების არ მქონდა, მაგრამ ამდენ ტყუილსაც...

კიევსა და ვარშავას შორის დაძაბულობა იმატებს, სამწუხაროდ ორივე ქალაქი რუსოფობიურია – პესკოვი

"ვხედავთ რომ კიევსა და ვარშავას შორის გარკვეული დაძაბულობაა, ჩვენი პროგნოზით ეს დაძაბულობა გაიზრდება. სამწუხაროდ ორივე...

ფრანგულმა კომპანიამ პირველი ვერტმფრენი დაახლოებით 6 თვის განმავლობაში უნდა მოგვაწოდოს – გომელაური

"რაც შეეხება სამაშველო ვერტმფრენების საკითხს, არაერთხელ გავაცანით საზოგადოებას ჩვენი გეგმებისა და კონკრეტული ღონისძიებების შესახებ...კიდევ...

“ყველას ავირჩევდით, ფიზიკურ გადარჩენაზე იყო უკვე საუბარი” – მდინარაძე სებ-ის კანდიდატებზე

"ინსტიტუტი გადარჩა. ეროვნული ბანკი და ფინანსური სისტემა გადარჩა. ჩვენ მოგვიწია იმის აღიარებაც, გულწრფელად გეუბნებით,...

ვწუხვართ – დამოუკიდებელი ეროვნული ბანკი ჯანსაღი ეკონომიკის ქვაკუთხედია – ო’ბრაიენი

"14 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ქართველ-რუს ოლიგარქ ოთარ ფარცხალაძეს, რომელიც მუშაობდა ეფესბესთან ,...

ჩინელებთან კორუფციული გარიგება მარტივია და კორუფციისთვის ემზადებით – სამადაშვილი

„საზოგადოებას რომ ესმოდეს, რეალურად, რა მოხდა ანაკლიის პორტთან მიმართებით - მაშინ, როდესაც ეს მართლაც...

5 ჰობი, რომელიც სიცოცხლის გახანგრძლივებაში დაგეხმარებათ

არსებობს ბევრი მარტივი ჰობი, რომელსაცსიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია. კითხვითა და მუსიკის მოსმენით თქვენი ტვინის აქტიურობის  შენარჩუნებიდან  დაწყებული,  ყოველდღიურ აქტივობებამდე, როგორიცაა მებაღეობა ან გაჭიმვა. გთავაზობთ ექსპერტების...

სალმონელოზის შემთხვევების გამო დაგროვილ კითხვებს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი პასუხობს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს სალმონელოზის შესახებ, რომელიც ნიკორა ტრეიდის პროდუქციაში აღმოჩნდა და 8 ადამიანის ინტოქსიკაცია გამოიწვია. “ნიკორასთან დაკავშირებული სალმონელოზის შემთხვევების გამო ბევრი შეკითხვაა...

გარდაიცვალა იტალიელი მომღერალი ტოტო კუტუნიო

80 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი იტალიელი მომღერალი, ტოტო კუტუნიო. 2007 წლიდან ის სიმსივნეს ებრძოდა. ამ წელს მას პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. მოგვიანებით კი მარჯვენა თირკმელი...