მოგვიტანეთ ვინ, როგორ რისთვის გააკეთა და გვექნება რეაქცია – კობახიძე ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვაზე

“მოგვიტანეთ ვინ გააკეთა, როგორ გააკეთა, რისთვის გააკეთა და ამასთან დაკავშირებით გვექნება რეაქცია”, – ეს განცხადება  ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ ცოტახნის წინ გააკეთა. ამ კომენტარით კი ის მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა რომლის მიხედვითაც  მმართველი გუნდი ამომრჩევლის მოსასყიდად ზუგდიდში, სარიტუალო დარბაზებში სურსათს აგროვებენ და შტაბებში ანაწილებენ.

“თუ სადმე იქნება კონკრეტული ფაქტი თავისი სახელებითა და გვარებთი, ვინ გააკეთა, როგორ გააკეთა, რისთვის გააკეთა, ამაზე გვექნება მკაცრი რეაგირება. იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი შედეგი და ასეთ პირობებში, მითუმეტეს, ვინმეს არ მივცემთ იმის საშუალებას, თუნდაც მინიმალური ჩრდილი მიაყენონ საარჩევნო გარემოს”.- განაცხადა კობახიძემ.