“მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან შემოსული იყო წერილი დედაქალაქის მერიაში პირველი კლასის მშენებლობაზე, ეს არის ლანდშაფტური სივრცის მოწყობა. ჩვენ მომდევნო დღეების განმავლობაში განვიხილავთ ამას და შესაბამისი პასუხით იქნება დაბრუნებული. როგორც გითხარით, საუბარი არის სკვერის მოწყობაზე, შესაბამისად, ჩვენი მხრიდან თანხმობა იქნება გაცემული და მას შემდეგ უკვე მოხდება სამუშაოების დაწყება. […] ყოველთვის ხდება ხოლმე მანიპულაცია ამგვარი თემებით. სხვათა შორის, მე მახსოვს, როდესაც ჩვენ დავიწყეთ პარლამენტის წინ არსებული სივრცის მოწესრიგება და კეთილმოწყობა, მაშინაც იგივე განცხადებები კეთდებოდა, სამწუხაროდ. საზოგადოება ძალიან კარგად შეაფასებს ამ ყველაფერს. ხდება კონკრეტული სივრცის მოწესრიგება, გალამაზება, ამაში ცუდი არაფერი არ არის, თუმცა კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკოსები, სამწუხაროდ, ყოველთვის ცდილობენ, რომ ეს რაღაცას დაუკავშირონ. ერთი გვეუბნებოდა, რომ თურმე რიკოთის უღელტეხილი ჩაგვიკეტია იმისთვის, რომ ხალხი დასავლეთიდან აღმოსავლეთში აქციაზე არ წამოვიდეს. ნუ, ყოველთვის იქნება ასეთი მანიპულაციები, სანამ ასეთი ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი გვყავს.“

ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე  კანცელარიის შენობასთან სამშენებლო სამუშაოების შესახებ.