მოგმართავთ ცეცხლის შეწყვეტისკენ – სალომე ზურაბიშვილი სომხეთსა და აზერბაიჯანს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, აზერბაიჯანსა და სომხეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ და დეესკალაციისკენ მოუწოდა.

როგორც პრეზიდენტმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, თბილისი არის ადგილი, სადაც შესაძლებელია შედგეს ნებისმიერი მოლაპარაკება მხარეებს შორის.

„მინდა როგორც საქართველოს პრეზიდენტის, მაგრამ, ამასთანავე, მთელი ქართული საზოგადოების სახელით, გამოვთქვა ღრმა მწუხარება იმ მსხვერპლის გამო, რომელიც მოყვა კონფლიქტს ჩვენს მეზობელ და მეგობარ ორ ქვეყანას შორის. მინდა მივმართო ჩვენი ორი მეგობარი და მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტებს და ხელისუფლებას, რათა, რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს მათ შორის დიალოგი, მინდა მივმართო მათ დეესკალაციისკენ და ცეცხლის შეწყვეტისკენ”,– ამბობს ზურაბიშვილი.

მისივე განცხადებით, თბილისი არის ადგილი, სადაც შესაძლებელი იქნება გაიმართოს ნებისმიერი მოლაპარაკება.

“ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ, რაც იქნება სასურველი მხარეებისთვის. ასევე მინდა მივმართო ევროკავშირს – ჩვენ, ამ რეგიონის სამივე ქვეყანა ვართ აღმოსავლეთ პარტნიორები. თუ ეს რამეს ნიშნავს, თუ სამეზობლო რამეს ნიშნავს და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრს ნიშნავს, ჩვენი სტაბილურობა და მშვიდობა ამ რეგიონში და ის ასევე არის ევროკავშირის ინტერესში, მან თავისი ძალები ასევე უნდა გამოიყენოს მშვიდობისთვის და ამ სიტუაციის დეესკალაციისთვის. ეს არის სამივე ქვეყნის საერთო მიზანი და ჩვენი მოქალაქეებისთვის არ არის არაფერი უფრო ძვირფასი, ვიდრე მშვიდობა და სტაბილურობა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ფართომასშტაბიანი ომი გრძელდება.

ერთმა კალაშნიკოვიანმა კაცმა მთელ სახელმწიფო სისტემას აჯობა – თინა ხიდაშელი

ახლა ახლა ჩვენ ვართ იმ ვითარებაში, როცა ვახტანგ გომელაურის მხრებზე არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა - ან სახელმწიფო დამარცხდება...

შსს-მ ქარელში საკრებულოს დეპუტატის ავტომანქანის გატაცების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

ქარელში, სოფელ ლეთეთის მახლობლად ერთი პირი ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,...

“გეხვეწები სამნი წავიდეთ” “არა, ხუთი!” – ვრცელდება თავდამსხმელისა და გალდავას დიალოგის ჩანაწერი

ტელეკომპანია "მთავარი" ავრცელებს, იმ აუდიო-ჩანაწერს, რომელიც ზუგდიდში, "საქართველოს ბანკში" მას შემდეგ არის ჩაწერილი, რაც...

როცა თავდამსხმელმა გაიგო, რა კამპანია იყო ჩემს მიმართ, მითხრა:„შენ ძმაო, მაგრად „დაგერხა“ – კვარაცხელია

ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისას აყვანილი ერთ-ერთი მძევლის, ირაკლი კვარაცხელიას განცხადებით, ყველაზე ლოგიკური ტელევიზიასთან დაკავშირება...

ეს არის მსგავსი ქმედებებისთვის „მწვანე შუქის“ ანთება – უგულავა ზუგდიდზე

ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში საერთაშორისო საზოგადოება შეთანხმებულია, რომ თუ ტერორისტი მიიღებს იმას, რაც სურს, ეს არის...

ვოლსკი არის პოლიტიკური ლეში რომელსაც არცერთი სვავი არ მიეკარება – უგულავა

"ევროპული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, გია ვოლსკის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ უამრავი...

თიბისი ბანკი ხომ არ გადაიხდიდა, საქართველოს ბანკში იყვნენ შესულები – გომელაური

შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ჟურნალისტის კითხვაზე, ვინ გადაიხადა ზუგდიდში თავდამსხმელის მიერ მოთხოვნილი ნახევარი მილიონი...

შესრულდა თავდამსხმელის მოთხოვნა, არავითარი თანხა არაა სიცოცხლის საფასური – გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ მათ თავდამსხმელის მოთხოვნა შეასრულეს, თუმცა არავითარი თანხა...

სხვა სიახლეები

“მეგობრის შვილს დაუდგინდა კოვიდი.ექიმი ეუბნება ხმაზე გეტყობა კარგად ხარ ვერაფრით დაგეხმარებიო”-ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი ფეისბუქზე წერს, რომ მისი მეგობრის შვილს კორონავირუსი დაუდგინდა, თავს ცუდად გრძნობს, თუმცა ექიმები ყურადღებას არ აქცევენ: “ჩემი მეგობრის შვილს, დაუდგინდა კოვიდი.გადაყვანილი ყავთ...

ჯანმრთელობა

მეცნიერებმა ადამიანის თავში დღემდე უცნობი ორგანო აღმოაჩინეს

ჰოლანდიელმა მეცნიერებმა საოცარი აღმოჩენა გააკეთეს: მათ ადამიანის თავში დამალული ორგანო აღმოაჩინეს, რომელიც ძალიან გავს სანერწყვე ჯირკვლების ნაკრებს. აქამდე ითვლებოდა, რომ ადამიანის ორგანიზმის აგებულება დეტალურად იყო...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო