ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი, რუსი ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს მიმართავს და მოუწოდებს მას ბახმუტში ჩავიდეს და სიტუაცია თავად შეაფასოს.
“ამჟამად კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერი ბახმუტის დასახლებული პუნქტის 95%-ზე მეტს აკონტროლებს და აგრძელებს იერიშს მისი სრული გათავისუფლებისთვის. ვაგნერის ფლანგებზე, სადაც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები არიან, მოწინააღმდეგემ რამდენიმე წარმატებული კონტრიერიში შეასრულა.
რთული ოპერაციული სიტუაციისა და საბრძოლო მოქმედებების წარმოებაში თქვენი მრავალწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით, გთხოვთ, მობრძანდით ბახმუტის დასახლებული პუნქტის ტერიტორიაზე, რომელსაც რუსეთის ფედერაციის გასამხედროებული ქვედანაყოფები აკონტროლებენ და თავად შეაფასეთ არსებული ვითარება.
წინასწარ მადლობას გიხდით, თქვენი თანხმობის იმედი მაქვს”. – მიმართავს პრიგოჟინი შოიგუს.