მოდით, განვაგრძოთ მუშაობა, რათა არცერთი ადამიანის ამომრჩევლის ხმა არ დაიკარგოს!- კალაძე ოპოზიციას მიმართავს

“მოდით, განვაგრძოთ მუშაობა, რათა არცერთი ადამიანის ამომრჩევლის ხმა არ დაიკარგოს!”- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს. ის  ყველა პარტიასა და არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტს პროცესი მოლაპარაკებების ფორმატში გადაიტანონ საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით. განცხადებას კალაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ყველამ ვიცით, რომ ქართული დემოკრატია ჯერ კიდევ ახალგაზრდა და გამოუცდელია.

ჩვენ მიერ მოპოვებული დამოუკიდებლობის ჯერ კიდევ ხანმოკლე ისტორიის მანძილზე, მას ბევრი გამოცდა შეხვდა.

დემოკრატიული ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი – თავისუფალი არჩევნები ჩვენ თვალწინ დაიხვეწა.

გუშინდელი დღესავით გვახსოვს უბნების დარბევა, უბნებში ნიღბიანი, შეიარაღებული ხალხის შევარდნა, საარჩევნო ყუთების გატაცება და ბიულეტენების მასიური განადგურება.

გუშინდელი დღესავით გვახსოვს დრო, როდესაც ქვეყნის ლიდერები, თითქმის, ასპროცენტიან მოდელირებულ მხარდაჭერას იღებდნენ, რაც, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია მრავალპარტიულ დემოკრატიულ ქვეყანაში.

ამ მყიფე დემოკრატიის წიაღში დამკვიდრდა ტერმინი – რეჟიმი, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს და დემოკრატიის არაჯანსაღ მდგომარეობას ცხადყოფდა.

დემოკრატია ვერ იქნება ვერც ფასადური, ვერც ფსევდო და ვერც მხოლოდ პიარისთვის გამოსაყენებელი განსაზღვრება.

ჩვენ წლიდან-წლამდე ვცდილობთ დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარებას და დასავლურ სტანდარტებთან მიახლოებას.

ჩვენ პირობებში ჩატარებულ არჩევნებს შეიძლება ჰქონდეს ტექნიკური ხარვეზები, რომლებიც ყველა არჩევნებს თან სდევს; მათი გამოსწორებისთვის ჩვენ, საზოგადოებასთან, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ვმუშაობთ და ყველაფერს ვაკეთებთ.

ამის ნათელი დადასტურებაა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და მისი შემდგომი პროცესიც – საჩივრების განხილვა, საჩივრების საფუძველზე ოპოზიციის უფლებამოსილ წარმომადგენელთა და არასამთავრობო ორგანიზაციათა უშუალო მონაწილეობით უბნების გადათვლა, მათი საფუძვლიანი პრეტენზიების გათვალისწინება და ა.შ.

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა პარტიას და არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტს – თუკი მართლა გვინდა კონკრეტული შედეგი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ამომრჩევლისთვის, ქუჩის, დესტრუქციის ნაცვლად, რაც არავისთვის არავითარი სიკეთის მომტანი არ არის, პროცესი მოლაპარაკებების ფორმატში გადავიტანოთ და მასში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც ჩავრთოთ.

გამოხატვის თავისუფლების ერთმა ფორმამ არ უნდა გადაფაროს და შეიწიროს მეორე. ჩვენმა მოსახლეობამ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა, ამიტომაც, მოდით განვაგრძოთ მუშაობა, რათა არცერთი ადამიანის, არც თქვენი და არც ჩვენი ამომრჩევლის ხმა არ დაიკარგოს!

ქვეყანა უამრავი საშინაო, რეგიონალური და საგარეო გამოწვევის წინაშე დგას.

არჩევნებზე ხალხის აქტიურობა, პირველ რიგში, ერთიანი გზავნილია ხელისუფლებისა და ოპოზიციისადმი, რომ ვიმუშაოთ ერთად, კონსტრუქციულად და კონსოლიდირებულად ქვეყნის კეთილდღეობისთვის.

მოლაპარაკება, პოლიტიკური კონსესუსი, საქმიანი ატმოსფერო – სწორედ ამას ელოდება ჩვენგან საქართველო და ქართველი ხალხი!“,- წერს კალაძე.

კოტე კემულარიას ცნობით, კალაძე ახლობლებს ეუნება, რომ მილანში წავა რადგან აქ ვერ გაჩერდება

კახა კალაძე თავის ახლობლებს ეუნება, რომ მილანში წავა და აქ ვერ გაჩერდება - ამის...

ზურაბ ყიფშიძის ოჯახს ბინიდან ასახლებენ

"ზურაბ ყიფშიძის ოჯახს ბინიდან ასახლებენ" - ამის შესახებ, ტელეწამყვანი მაკა რაზმაძე, სოციალურ ქსელში წერს. ...

არ იჯერებს ხალხი „ოცნების” ლიდერების ძალადობისკენ მიდრეკილებას, და რა გავაკეთოთ, ძალით ხომ არ დავაჯერებთ?...

არ იჯერებს ხალხი „ქართული ოცნების" ლიდერების ძალადობისკენ მიდრეკილებას, ანზორ ჩუბინიძეს იცნობს ნახევარი საქართველო, არ...

ოცნების დეპუტატის კომპანიამ 22 მილიონის სახელმწიფო ტენდერები მოიგო

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით ვანის საკრებულოს დეპუტატის, ბიჭიკო პაიკიძის კომპანიამ შვილის ნათლიის სუსში დაწინაურების შემდეგ...

ვიღაც ბედნიერია რომ სხვას დაჩაგრავს, გაანადგურებს, ეს არ არის ადამიანური – მეუფე გრიგოლი...

"ვიღაც ბედნიერია რომ სხვას დაჩაგრავს გაანადგურებს, ეს არ არის ადამიანური"- ასე აფასებს სინდოსი პირველი...

ღარიბაშვილთან ერთად მოლაპარაკებებში მონაწილებას არ ვაპირებთ -საბა ბუაძე

"ღარიბაშვილთან ერთად მოლაპარაკებებში მონაწილებას არ ვაპირებთ"-  ამის შესახებ, პარტია "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ...

რა გამოძიება უნდა დაიწყოს, სისულელეა, რაზე დაინტერესდეს – ყაველაშვილი ჩანაწერებზე

"რა გამოძიება უნდა დაიწყოს, სისულელეა, რაზე დაინტერესდეს "- ასე ეხმაურება, "ქართული ოცნების" დეპუტატი, მიხეილ...

ღარიბაშვილის და ბერას პათოლოგიური ქმედებანი აუცილებელია დაგმოს ეკლესიამ – დეკანოზი ილია ჭიღლაძე

"ღარიბაშვილის და ბერას პათოლოგიური ქმედებანი აუცილებელია დაგმოს ეკლესიამ"- დეკანოზი ილია ჭიღლაძე საქართველოს საპარტიარქოს მიმართავს...

სხვა სიახლეები

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

ჯანმრთელობა

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო